სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა

87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა

ამ ფოტოზე ადრიანო ჩელენტანოა გამოსახული. ადამიანი, მომღერალი, იტალიის ისტორიის ნაწილი. კაცი, რომელმაც აგვაცეკვა, გაგვაცინა, თავი შეგვაყვარა…

ადრიანო ჩელენტანო 87 წლისაა. აქვს ნაოჭები, თეთრი თმა, დაღლილი გამომეტყველება… მაგრამ მან წარუშლელი კვალი დატოვა მილიონობით იტალიელის ცხოვრებაში.

87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა | შენი სილამაზე

ადრიანო ჩელენტანო დაიბადა ქ. მილანში, მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო.

ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.

ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.

87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა | შენი სილამაზე

ჩელენტანოს ოცნება ახდა, ის გახდა Rock Boys-ის სოლისტი, რომელმაც 1957 წელს იტალიის როკ-ენ-როლის ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა.

87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა | შენი სილამაზე

ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია „La coppia piu’ bella del mondo“, რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; „Azzurro“ (1968), პაოლო კონტეს ტექსტით და „Prisencolinensinainciusol“ (1972).

87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა | შენი სილამაზე

ადრიანო ყოველთვის ამბობდა, რომ ის მსახიობი კი არა, მომღერალი იყო. მისი სიმღერების უცხოელი მსმენელები, რომლებმაც იტალიური არ იციან, ბევრს კარგავენ, არ ესმით სიტყვები და ტკბებიან მხოლოდ მუსიკით და მომღერლის თავისებური ხმით. მაგრამ ჩელენტანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს ტექსტს. მისი ყველა კომპოზიცია მოგვითხრობს დიდ სიყვარულზე, უბრალო ადამიანების მძიმე ცხოვრებაზე, ბუნების დაცვაზე… და ჩერნობილის კატასტროფაზეც კი.

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები