ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურააკნეს გამომწვევი 6 პროდუქტი

აკნეს გამომწვევი 6 პროდუქტი

აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.

აკნე ჰორ­მონ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დსა და ზურ­გზე. ამ და­ა­ვა­დე­ბას ზოგ­ჯერ “გარ­და­ტე­ხის ასაკ­საც” უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ეს პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში ჩნდე­ბა და მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებთ. ის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­ტად აწუ­ხებთ, ამას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს – აკნე მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აქვს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მყოფ პირ­თა შო­რის კი – 80%-ს, ანუ ახალ­გაზ­რდებ­ში ოთხჯერ უფრო ხში­რია.

დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.

კვლევა ადასტურებს, რომ კავშირი ადამიანის კვების რაციონსა და აკნეს შორის დიდია.

აკნეს გამომწვევი 6 პროდუქტი:

1. რაფინირებული მარცვლეული, შაქრის მაღალი შემცველობის, დამუშავებული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი – დამუშავებულ ნახშირწყლებს შეიცავს კრეკერები, პური, ბურღულეული, თეთრი ფქვილისგან მომზადებული დესერტები, თეთრი ბრინჯი, სოდისა და შაქრის შემცველობის ტკბილი სასმელი, ტკბილეული, ასევე თაფლი.კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ შაქარს და მიირთმევენ ტკბილეულს 30%-ით უფრო დიდია აკნეს გაჩენის რისკი. გარდა აკნესა, ეს დიაბეტის გაჩენის საფრთხეს ქმნის.დამუშავებული ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება სისხლში. როცა სისხლში შაქრის დონე იწევს, ინსულინის დონეც იმატებს. ინსულინი ააქტიურებს ანდროგენის ჰორმონს, რომელიც აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

2. რძის პროდუქტები – რამდენიმე კვლევა ავლენს კავშირს რძის პროდუქტებსა და „თინეიჯერობის“ პერიოდში გაჩენილ აკნეს შორის. კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში, რომლებიც იღებენ რძეს, ან ხშირად მიირთმევენ ნაყინს 4-ჯერ უფრო დიდია აკნეს გაჩენის შანსი, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ პროდუქტებს არ მიირთმევენ.მედიკოსების დასკვნით, რძე ინსულინის დონეს მაღლა სწევს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდროგენს ააქტიურებს და აკნეს გაჩენის საფრთხეს აჩენს. ამავდროულად, რძე შეიცავს ამინო მჟავას. ამინო მჟავა ხელს უწყობს ღვიძლს, გამოყოს IGF-1, რომელიც თავის მხრივ აკნეს აჩენს.

3. სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საჭმელი – აკნე და დასავლური კვების რეჟიმი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ე.წ. ფასთ ფუდები მდიდარია ცხიმებით, დამუშავებული ნახშირწყლებითა და კალორიებით. ასეთი საჭმელებია ბურგერი, ჰოთ დოგი, „ფრი“ „მილქშეიკი“ და ა.შ. ყველა მათგანი ზრდის აკნეს გაჩენის რისკს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსგავსი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის წარმოშობას, რის გამოც კანზე გამონაყარი ჩნდება.

4. საკვები, რომელიც მდიდარია ომეგა 6-ით – ეს არის ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტები, რომელთა მირთმევაც აკნეს გაჩენის რისკს ზრდის.

5. შოკოლადი – ჯერ კიდევ 1920 წელს მეცნიერებმა შოკოლადი აკნეს გამომწვევ მიზეზად მიიჩნიეს, თუმცა დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო მოსაზრება არ არსებობს.

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც შოკოლადსა და აკნეს შორის კავშირს ავლენენ, თუმცა მეცნიერები ამ კვლევებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელიც ბევრ შოკოლადს მიირთმევს, უფრო მიდრეკილი ხდება აკნეს გაჩენისკენ, თუმცა რატომ იწვევს შოკოლადი აკნეს, მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

6. რძის შრატი – რძის შრატს ხშირად უმატებენ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს. თუმცა ის შეიცავს ამინომჟავებსა და გლუტამინს, რომელიც ხელს უწყობს აკნეს წარმოშობას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა – ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა – ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

იანვარი 20, 2025
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

იანვარი 19, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები