ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

0
38
#image_title

საკვირველია, რა ცოტა რამ ვიცით მცენარე ასტრაგალუსზე. ეს ბალახი ჯერ კიდევ ათასი წლის წინ გამოიყენებოდა სახალხო მკურნალების მიერ. მას ,,უკვდავების ბალახსაც” უწოდებდნენ და წამლის რეცეპტს საიდუმლოდ იყენებდნენ.

ასტრაგალუსის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა კავშირშიც. ამბობენ, რომ სტალინის მითითებით, რომელსაც ათეროსკლეროზი სჭირდა, ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები წარმატებით გამოსცადეს.

მხოლოდ ჩვენ დროში გაიგეს ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებებზე ჩვეულებრივმა ადამიანებმაც. ის ახლა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ.

ასტრაგალუსის შესახებ

ასტრაგალუსში აღმოჩნდა კალციუმიც, რკინა, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ქრომი…

ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

მას წარმატებით იყენებენ ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას. ბალახით მკურნსლობენ თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებს.

დღესდღეობით ასტრაგალუსს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროსაც იყენებენ. ამ ბალახს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. ასევე ხელს უშლის კარდიომიოპათიის განვითარებას.

ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

ასტრაგალუსის ნაყენი გამოიყენება არტერიული წვენის ნორმალიზაციისთვის. დამტკიცებულია, რომ მისი გამოყენება სისხლძარღვებს აფართოებს, აჩქარებს სისხლდენას. ასევე ბალახის ნახარში შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. აქვს ოფლმდენი და შარდმდენი თვისებები, ანელებს სიბერეს და აახალგაზრდავებს კანს.

ხალხურ მედიცინაში ბევრი რეცეპტი შემოინახა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ასტრაგალუსისგან მივიღოთ თუნდაც უმნიშვნელო სარგებლობა.

ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

მაგალითად, ჰიპერტონიის დროს რეკომენდებულია ერთ ჭიქა ცხელ წყალში დაამატოთ 2 სუფრის კოვზი ასტრაგალუსი და გააჩეროთ წყლის აბაზანაზე 2 წუთი. გადაწურეთ, გააციეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსი ექვსკვირიანია.

ათეროსკლეროზის დროს ასტრაგალუსის სუფთა თესლს ასხამენ არაყს ან სპირტს 1:3 პროპორციით და დგამენ 2 კვირა. იღებენ ნაყენის 30 წვეთს დღეში 2ჯერ, ჭამის წინ. 10 დღიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.

ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის გააკეთეთ მცენარისგან ჩვეულებრივი ჩაი. ის გააძლიერებს იმუნიტეტს. დაასხით 2 ჩაის კოვზ ბალახს ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით რამდენიმე წუთი. თვეში რამდენიმე ასეთი ჭიქა და გაციება საერთოდ არ შეგეხებათ.

სტრესის ან ცუდი განწყობისას აბაზანას ხსნარის ნახარში ჩაამატეთ, ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად. დაყავით ასეთ აბაზანაში 20 წუთი და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

ასტრაგალუსის სამკურნალო თვისებები

ფიტოთერაპევტები დარწმუნებულები არისნ, რომ ასტრაგალუსი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ალერგიის დროს. როცა ხედავ, ასტრაგალუსის დიდ და მრავალფეროვან სარგებლობას, გესმის, რომ ბუნებას ნებისმიერი საშუალება აქვს ნებისმიერი დაავადებისგან დასაცავად, უბრალოდ ადამიანი უნდა იყოს ახლოს ბუნებასთან და გაუფრთხილდეს მას!

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ