ოველი დაბანის შემდეგ თმის უთოთი ან ფენით გასწორება დამღლელია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თმას აზიანებს. თუ სწორ თმაზე ოცნებობთ, მოსინჯეთ ყველაზე ინოვაციური პროდუქტი – კერატინი. მისი წყალობით სწორ, მბზინავ თმას რამდენიმე თვე შეინარჩუნებთ და აღარც წვიმაში მოხვედრა შეგაშინებთ.
კერატინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თმისა და ფრჩხილების შემადგენლობაში შედის. თმაში ის ქმნის ეგრეთ წოდებულ დამცავ შრეს – კუტიკულას, რომელიც თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან იცავს. დაუზიანებელი კუტიკულა კარგად ირეკლავს სინათლეს და თმაც ამიტომ ბზინავს.
თმის კერატინით გასწორება ქიმიური პროცესია. ამ დროს თმაში კერატინის ფენა აღდგება და თმა ახალ სტრუქტურას იძენს, აბურდული ღერები მშვიდდება, გაყოფილი ბოლოები და გაუხეშებული ზედაპირი ქრება, თმა ხდება მკვრივი, ძლიერი და სრიალა. პროცედურისთვის გამოიყენება ბუნებრივი კერატინის (რომელსაც უმთავრესად ცხვრის მატყლისგან იღებენ) შემცველი კრემი.
პლუსები
* აქვს ხანგრძლივი ეფექტი;
* გამოსადეგია ყოველგვარი ტიპის თმისთვის;
* არ აზიანებს თმას;
* თმა ადვილად ივარცხნება და მოკლე ხანში იღებს სასურველ ფორმას;
* ჯანსაღდება და იძენს სასიამოვნო ბზინვარებას
* დასველების შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას;
მინუსები
* ძვირია;
* პროცედურა ხანგრძლივია;
* პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში თმის შეღებვა ან გაბაცება არ შეიძლება;
* თმა შესაძლოა დაზიანდეს, თუ პროცედურა არაპროფესიონალმა ჩაატარა.
თმის სიგრძის, სისქისა და გასწორების ინტენსივობის მიხედვით, პროცედურა შესაძლოა 3-5 საათს გაგრძელდეს, თუმცა უახლეს ტექნოლოგიებზე დამზადებულ საშუალებებს უფრო ნაკლები ხანი სჭირდება.
იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად დიდხანს შეინარჩუნოთ სწორი, ჯანსაღი და ბზინვარე თმა, აუცილებელია მოვლის წესების ცოდნაც. არასწორმა მოვლამ შესაძლოა კერატინის ვადაზე ადრე გამორეცხვა გამოიწვიოს და ეფექტმა დიდხანს ვეღარ გაძლოს.
წყარო: https://www.aversi.ge/
მასალის გამოყენების პირობები