ბიანკა ბალტი – ქალი,რომელიც მონიკა ბელუჩიმაც ვერ დაჩრდილა
ბიანკა ბალტი იტალიელი მოდელია. იგი ცნობილია თავისი Dolce & Gabbana-ს კამპანიებით და 10 წლის განმავლობაში იყო ბრენდის სახე.
დაიბადა იტალიაში, ლოდიში . ის ბრუნო ბალტისა და მარიამ ბიკია მარზანის მეორე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. მისი მამა ეთნიკურად იტალიელია, ხოლო დედა აზერბაიჯანელი. ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 2005 წელს მოაწერა მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.
2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან, იგი გამოდიოდა შოუები ისეთი დიზაინერებისთვის , როგორებიცაა შიატზი ჩენი , კარლ ლაგერფელდი , ჯანფრანკო ფერე , მარკ ჯეიკობსი , ალექსანდრე მაკქუინი , ჟივანში , ზაკ პოზენი , ჰერმესი , ჯონ გალიანო , გუჩი , ფენდი , ვალენტინო , პრადა . მისიონი , შანელი , კრისტიან დიორი , ვერსაჩე , ოსკარ დე ლა რენტა , ნარცისო როდრიგესი , რალფ ლორენი , კაროლინა ჰერერა და Victoria’s Secret.
2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები