გაიგეთ, რომელი ცხოველია თქვენი ტოტემი ინდური ჰოროსკოპის მიხედვით

0
17
#image_title

ინდურ ჰოროსკოპს საერთო აქვს როგორც ჩინურ, ისე დასავლურ ასტროლოგიასთან. ნიშნები აქაც ცხოველებთან ასოცირდებიან. თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით გაიგებთ, რომელიც ცხოველია თქვენი ტოტემი.

აირჩიეთ დაბადების პერიოდი:

20 იანვარი-18 თებერვალი

წავი

ფართოდ აზროვნებთ, ხშირად აოცებთ ხალხს იდეებით, რომლებიც თავში მოგდით. წავმა წაც არ უნდა გააკეთოს, ის ამისთვის ორიგინალურ გზას მოძებნის. საკუთარი კრეატიულობის დახმარებით საქმეს სწრაფად და კარგად ასრულებთ. წავები კარგი მეგობრები შესანიშნავი მშობლები, უზადო დიასახლისები და მამასახლისები არიან.

19 თებერვალი-20 მარტი

მგელი

მგლები საკითხის არსს ღრმად წვდებიან. ისინი ვნებიანი საყვარლები არიან. ასევე, მგლები საოცარ დამოუკიდებლობას ამჟღავნებენ. მათთვის აუცილებელია დრო მარტო ყოფნისთვის. თუ მგელი იპოვნის პარტნიორს, რომელსაც მისი პირადი სივრცის ესმის, ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული იქნება.

21 მარტი-19 აპრილი

არწივი

საიმედო ადამიანი ხართ, რომელიც სწრაფია ქმედებებში და მყარი გადაწყვეტილებებში. ინიციატივა თქვენი მეორე სახელია. არწივები საოცარი გუნდური მოთამაშეები არიან, იმ შემთხვევაში, თუ მათ აზრს პატივს სცემენ. ამ ნიშნის ადამიანები მთელი ცხოვრება ვნებიანი საყვარლები არიან.

20 აპრილი-20 მაისი

თახვი

თახვები მათ შორის, არიან, რომლებიც საუბარს მოქმედებას ამჯობინებენ. მათ ბიზნესის წარმოების ბუნებრივი ნიჭი აქვთ. ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუდარებელი ეფექტურობით გამოსდით. თახვები გონებამახვილები არიან და შესაძლოა მომაბეზრებლები გახდნენ თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩაიფიქრეს. საოჯახო გარემოში ერთგულები, კეთილები, გულუხვები და ყოველთვის დახმარების აღმომჩენები არიან.

21 მაისი-20 ივნისი

ირემი

ირმებს დელიკატური ნატურა და იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. ამის მეშვეობით ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ამყარებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პატიჟებენ წვეულებაზე იმისთვის, რათა ცოცხალი გარემო შექმნან. ირმები გვხიბლავენ სიცოცხლის ლტოლვით, მაშინაც კი როცა საკუთარი თავის სიყვარულს გამოხატავენ.

21 ივნისი-21 ივლისი

კოდალა

თუ კარზე კოდალამ მოგიკაკუნათ, თამამად გააღეთ. ინდურ ასტროლოგიაში ისინი ყველაზე მზრუნველი ნიშნები არიან. უკეთეს მეგობარს და პარტნიორს უბრალოდ ვერ იპოვნით. ისინი იფურჩქნებიან რომანტიკით და ერთგულებით და საუკეთესოდ ხელმძღვანელობენ ოჯახის ბიუჯეტს.

22 ივლისი-21 აგვისტო

ორაგული

ორაგული ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ნიშანია. ის თავად ენთუზიაზმია. როცა ორაგულს იდეა უჩნდება, მის შესრულებაში მონაწილეობა ყველას სურს. ამ ნიშანს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ წამოწყებას წარმატებით გაანხორციელებს. ორაგული მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული  და თუ შესაფერის პარტნიორს მოძებნის, სიხარულით შექმნის სტაბილურ ოჯახს და გახდება მგრძნობიარე საყვარელი.

22 აგვისტო-21 სექტემბერი

დათვი

დათვი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია. ის იღებს გადაწყვეტილებას დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოთვლაზე დაყრდნობით. ინდიელები ამ არსებას ყოველთვის მოკრძალებულად და ღრმად მგრძნობიარედ თვლიდნენ. დათვები მომთმენები და გულუხვები არიან, რაც მათ კარგ მშობლებად აქცევს.

22 სექტემბერი-22 ოქტომბერი

ყვავი

ყვავებს ყველაფრის მიმართ სიყვარული, ბიზნესის სამყაროში ძალიან ადგებათ. ბუნებით ნამდვილი ფინანსური მაგნატები არიან, კაპიტალიზმის წესებით მცხოვრებნი. წარმატების მიღწევაში შინაგანი შარმი და ქარიზმა ეხმარებათ. ისინი შესაბამისად პასუხობენ მათ, ვინც გულუხვად და ზრუნვით ექცევათ. სასიყვარულო ურთიერთობებში რომანტიკულები და კრეატიულები არიან.

23 ოქტომბერი-22 ნოემბერი

გველი

გველი საკრალური ცოდნის სიმბოლოდ ითვლება. როცა იზრდება, კანს იცვლის. ინდიელები ამ ნიშნის წარმომადგენლებს გურუებად, ხელმძღვანელებად, მცოდნეებად მიიჩნევენ. ოჯახისა და მეგობრების წრეში გველი საკუთარ იუმორს და კრეატიულობას გამოხატავს, ასევე ახლობლების მოტივაციას ახდენს. მაგრამ, როცა საქმე მათ სულს ეხება, საქმეს სერიოზულად უდგებიან.

23 ნოემბერი-21 დეკემბერი

ბუ

ბუები უჩუმრად ფრენენ. ისინი მისტიკური ნატურით გვაჯადოებენ. ამ ხალხს თავგადასავლები და რისკები უყვარს. ბუნების დამცველები და ხელოვნების მოყვარულები არიან. ურთიერთობაში ბუ მსმენელია, მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში გფრინდეს შორს მასთან ერთად.

22დეკემბერი-19 იანვარი

თეთრი ბატი

ამ ნიშნის ადამიანები გადაწყვეტილებების მიღებით და მიზნებზე ორიენტირებით გამოირჩევიან. ისინი მიღწევებით ამაყობენ და ყოველთვის წარმატებისკენ ილტვიან. თუ ბატი შესაფერის პარტნიორს იპოვნის, მათი კავშირი მგრძნობიარე და ექსპრესიული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეპყრობილები გახდებიან.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ