დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

0
18
#image_title

ითვლება, რომ საკვებისგან ცოტახნიანი თავის შეკავება ბევრი დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ, გასუფთავდება ორგანიზმი და ბიოლოგიური ასაკიც შემცირდება.

დღიური შიმშილობა

ბევრისთვის შიმშილობა გმირობაა, მაგრამ მეცნიერები ადასტურებენ, რომ ევოლუციურად ჩვენ შეგვიძლია გარკვეული დრო არ ვიკვებოთ. ამას ჩვენი წინაპრებიც მოწმობენ.

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

თანამედროვე ადამიანები ხშირად ზედმეტს მიირთმევენ და ბევრ საკვებს იღებენ, რაც ორგანიზმს რეალურად არ სჭირდება. ბევრი დიეტა არსებობს, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების გაქრობას ემსახურება, მაგრამ დღიური შიმშილი ჯანმრთელობას გაგიძლიერებთ და ცხოვრებას გაგიხანგრძლივებთ.

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

მედიცინის პროფესორი კოდა მიცუო ამბობს: “თუ ყოველი კვირის ბოლოს იშიმშილებთ და მოწესრიგებულად გამოხვალთ შიმშილის მდგომარეობიდან, გრძელვადიანი შიმშილის ეფექტს მიიღებთ. ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ ჯანმრთელი და შეუდარებელი იქნებით.”

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

“შიმშილობა ისევე მნიშვნელოვანია როგორც თვალები, ისინი სულიერ სამყაროში გვახედებენ.” აცხადებდა მაჰათმა განდი. იესო ქრისტე, მოსე და მუჰამედი 40 დღე შიმშილობდნენ. დიდი დროის განმავლობაში შიმშილობდა ბუდაც. შიმშილობა იოგების პრაქტიკაშიცაა.

პოტენციური სარგებელი
  1. ორგანიზმის გაახალგაზრდავება
  2. ქოლესტერინის დონის შემცირება
  3. გულის ჯანმრთელობის გაძლიერება
  4. ცხიმისგან გათავისუფლება
  5. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება
  6. ტოქსინების გამოდევნა
  7. იმუნური სისტემის მუშაობის გაუმჯობესება
წესები და შედეგები

ადამიანი საკვების დაფასებას განსაკუთრებით იწყებს მაშინ, როცა მისგან თავს იკავებს.

ერთ დღიანი შიმშილობა საშუალებას გაძლებთ განასხვავოთ მოთხოვნილება და ჩვევა. თუ ამ ხერხს ყოველდღე მიმართავთ, კუჭი ბუნებრივ ზომას შეიმცირებს.

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

იმისთვის, რომ შიმშილობამ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, მისთვის მოემზადეთ და წესები დაიცავით.

  1. დიეტოლოგები გვირჩევენ შიმშილობა დასვენების დღის დილით დაიწყოთ და მეორე დღის დილამდე გასტანოს.
  2. 3 დღით ადრე შეამცირეთ ხორცის, თევზის და ალკოჰოლის მღება. 2 დღით ადრე უარი თქვით თხილზე. 1 დღით ადრე კი მიირთვით მხოლოდ ბოსტნეული, ხილი, წვენი და ფაფები რძის გარეშე.
  3. თუ პირველად ცდით, ეცადეთ სახლში დარჩეთ, რადგანაც შეიძლება სისუსტე, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი იგრძნოთ.
  4. შიმშილობის დროს დალიეთ ბევრი სუფთა წყალი (მინიმუმ 2 ლიტრა)
  5. არ დალიოთ წვენები და ჩაი.
  6. თავის ტკივილის და ცუდი შეგრძნებების დროს, წყალში 1 ს.კ ლიმნს წვენი დაამატეთ.

დღიური შიმშილობა გაწმენდს ორგანიზმს და დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

თავდაპირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში პროცესი გამარტივდება. განტვირთვის დღეებში სიმსუბუქეს იგრძნობთ.

კვირაში ერთი დღე შიმშილობა გაციების ან ავადმყოფობის დროსაც მისრებაა, რადგანაც მთელი ძალები ინფექციასთან ბრძოლას მოხმარდება და არა საჭმლის გადამუშავებას.

რისკები

სასარგებლო ასპექტების გარდა, რისკებიცაა მოსალოდნელი. ასეთი მეთოდი ზოგიერთი კატეგორიის ადამიანს არ უხდება. აი სიაც:

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

  1. ადამიანები, რომლებიც იღებენ წამლებს ჭამის შემდეგ.
  2. დიაბეტით დაავადებულები.
  3. ორსულები.
  4. გულის უკმარისობის დროს

დღიური შიმშილობა გახდომაში ვერ დაგეხმარებათ თუ კვირის დანარჩენი 6 დღე მავნე საკვებს მიირთმევთ. მხოლოდ ამ 1 დღის იმედზე ნუ იქნებით, შესაძლოა ამგვარმა ქმედებამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს.

შეათანხმეთ სწორ კვებასთან და ფიზიკურ დატვირთვასთან.

დაიცავით წესები! მცირეხნიანი შიმშილი 3 თვით გაგაახალგაზრდავებთ

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ