გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

0
85
#image_title

გამოცდილი დიასახლისების რჩევები დაგეხმარებათ რომ თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი გახდეს 

დიასახლისების რჩევები დაგეხმარებათ  კერძი გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს. თუმცა, ზოგჯერ გამოცდილ დიასახლისებსაც მოსდით გარკვეული მარცხი სამზარეულოში. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველამ იცოდეს გარკვეული ფანდები, რაც წაადგებათ საქმიანობაში. ხშირად წლების გამოცდილებას მოაქვს ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ სამზარეულოს გარკვეულ წესებს, რომელთა გათვალისწინება წარმატებას მოგიტანთ გემრიელი კერძების შექმნის საქმეში.

სამზარეულოს 17 ხრიკი   

1. იმისათვის რომ დაბეგვილი ხორცი ნაზი გამოვიდეს, ის ერთი საათით მოათავსეთ ძმრისა და ზეთის ნარევში – პროპორციით 1:1

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

2. კატლეტი რომ წვნიანი გამოვიდეს, ფარშში დაამატეთ თანაბარი რაოდენობით წვრილად დაჭრილი უმი და მსუბუქად მოშუშული ხახვი და ასევე გახეხილი უმი კარტოფილი.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

3. თუ ვერ მოასწარით ბულიონისთვის ქაფის მოხდა, ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ქაფი ამოტიტივდება და შეგიძლიათ მოხადოთ.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

4. კატლეტი შეწვით მაღალ ცეხლზე პირველი ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ცეცხლს ჩაუწიეთ. ხუთი წუთის შემდეგ კატლეტი გადააბრუნეთ და კვლავ მოუმატეთ ცეცხლს ნახევარი წუთის განმავლობაში.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

5. იმისათვის, რომ თევზი შეწვის დროს არ დაიშალოს და ხრაშუნა ქერქი ჰქონდეს, დაასველეთ ის ქაღალდის ხელსახოცით და მაშინვე დამარილეთ.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

6. გახეხილ უმ კარტოფილს შეურიეთ ცოტა რძე, იმისთვის, რომ ის არ გაშავდეს.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

7. ძველ კარტოფილს ხარშვის დროს დაამატეთ ერთი ჩ. კ. ვაშლის ძმარი, დაფნის ფოთოლი, ორი კბილი ნიორი, ან მოხარშეთ ბულიონში.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

8. საფუარიანი ცომი რბილი გამოვა, თუ მას დაამატებთ მოხარშულ წვრილად გახეხილ კარტოფილს.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

9. ცომი მალე ამოვა, თუ მასში ჩაარჭობთ რამდენიმე ცალ ღრუს მქონე მაკარონს.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

10. ლობიო არ გაშავდება, თუ მას თავახდილ ქვაბში მოხარშავთ.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

11. მჟავე კომბოსტოს სალათის მომზადებისას ვაშლის ნაცვლად მას დაამატეთ რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი ან მანდარინი.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

12. სალათას ზეთი მას შემდეგ დაასხით, რაც მოაყრით მარილსა და პილპილს.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

13. ბულიონი გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, ხარშვისას მას დაამატეთ გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი. შემდეგ კი ბულიონი გადაწურეთ.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

14. ბებერი და მაგარი ქათმის ფილე ადვილად მოიხარშება, თუ 20 წუთი ხარშვის შემდეგ მას ცივ წყალში მოათავსებთ ხუთი წუთით. შემდეგ ხარშვა კვლავ გააგრძელეთ.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

15. თევზის შეწვის დროს უსიამოვნო სუნის ასარიდებლად, ზეთში მოათავსეთ გაფცქვნილი და დაჭრილი უმი კარტოფილი.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

16. თუ გსურთ კომპოტი მალე გაცივდეს, ეს კომპოტიანი ქვაბი ჩადგით უფრო დიდი ზომის ქვაბში, რომელშიც ყინულიანი წყალი და მსხვილი მარილია მოთავსებული.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

17. გამოცდილი დიასახლისი კისელის მომზადებისას, გახსნილ სახამებელს ასხამს არა ქვაბის ცენტრში, არამედ კედლებთან ახლოს.

გამოიყენეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები და თქვენი კერძები უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვა

ვიმედოვნებთ, ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურ კულინარულ საქმიანობაში. წარმატებას გისურვებთ!

შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ