ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიC ვიტამინის სარგებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

C ვიტამინის სარგებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ვიტამინები და მინერალები არის ის საკვები ნივთიერებები, რომლთა ზომიერი რაოდენობა მნიშვნელოვანია ორგანიზმის სიჯანსაღისა და სწორად მუშაობისთვის.

აუცილებელია ყველა საჭირო საკვები ნივთიერების მიღება, რომელიც მდიდარია C ვიტამინით. თუმცა,ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება დასჭირდეს დანამატების მიღება.

ვიტამინი C, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ასკორბინის მჟავა, აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია.

მათ შორის:

უჯრედებ დაცვა და ჯანმრთელ მდგომარეობის შენარჩუნება;
კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და ხრტილის სიჯანსაღის შენარჩუნება;
ჭრილობების შეხორცება

C ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სკორბუტი (დაავადება, რომელიც გამოწვეულიასაკვებში C ვიტამინის ნაკლებობით). 

 

ვიტამინი C გვხვდება ხილისა და ბოსტნეულის მრავალ სახეობაში, მაგალითად:

ციტრუსები, როგორიცაა ფორთოხალი და ფორთოხლის წვენი
წიწაკა
მარწყვი
შავი მოცხარი
ბროკოლი
ბრიუსელის კომბოსტო
კარტოფილი

 

რა რაოდენობის C ვიტამინია აუცილებელი?

19-დან 64 წლამდე ადამიანებისთვის საჭიროა დღეში 40 მგ C ვიტამინის მიღება.

რა მოხდება თუ საჭიროზე მეტი რაოდენობის ვიტამინს მივიღებ?

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის რჩევის მიხედვით, თუ იღებთ C ვიტამინის დანამატებს, ყურადღება მიაქციეთ რაოდენობას, ნუ მიიღებთ ძალიან ბევრს, რადგან ჭარბი რაოდენობით მიღება შესაძლოა საზიანო კი იყოს.

C ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღებამ (დღეში 1000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს:

კუჭის ტკივილი
დიარეა
მეტეორიზმი

 

ხოლო დღეში 1000 მგ-მდე დანამატების მიღება ნაკლებად სავარაუდოა ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი იყოს.

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ გავიქროთ თვალების ირგვლივ სიშავეები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები