რომელი ზოდიაქოს ნიშანი არის საუკეთესო ცოლი. ალბათ ეს კითხვა ბევრ თქვენგანს აინტერესებს, ვრცლად იხილეთ სტატიაში
ზოდიაქოს ნიშანი და მისი გავლენის ქვეშ დაბადებული რომელი ქალბატონია საუკეთესო მეოჯახე? რომელი ხართ სიაში? წაიკითხეთ ვრცლად.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალები ძალიან ემოციურები და თავდადებულები არიან. მათ გული საკმაოდ ადვილად უტყდებათ, თუმცა ამისა ისინი მაინც კარგ არჩევანს წარმოადგენენ გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობის პარტნიორის შერჩევისას. მათ ძალიან უყვართ ერთობისა და ქორწინების იდეა. ეს ისეთი რამაა, რაც მათ ცხოვრებას მთავარ აზრს სძენს. ისინი ძალიან მზრუნველები არიან და ყველაფერზე წავლენ საკუთარი ქმრისა და შვილებისათვის. კირჩხიბი იდეალური ქალია, რომელსაც ნდობა შეიძლება გამოუცხადო. ამიტომ, იგი მართლაც საუკეთო პოზიციას იმსახურებს სიაში.
თევზები
თევზი ქალბატონები ყველაზე სანდომიანები არიან. ისინი არასდროს გაგიცრუებენ იმედს, მიუხედავად იმისა იმსახურებთ თუ არა მათგან რესპექტაბელურად მოპყრობას. მათი კრეატიული ბუნების გამო, საკმაოდ ინტელიგენტი ადამიანები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ. ისინი შესაძლოა ცოტა უხეში ცოლები იყვნენ, თუმცა მათი ერთგულება და კეთილი ხასიათი ამას მთლიანად გადაწონის.
სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ემოციურები არიან და ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნის სახელს მთლიანად ამართლებენ. ისინი მუდამ ცდილობენ იყვნენ პოზიტიურები და ბედნიერები. თუმცა, მათ ეს ხელს არ უშლით იმაში, რომ ქორწინებაში წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემას მთელი ძალით არ შეებრძოლონ. სასწორი ვერ შეძლებს დაძინებას მანამ, სანამ მის პარტნიორთან წამოწყებულ კამათს არგუმენტირებულად არ დაასრულებს. მათი აზროვნების ბუნება მათ პარტნიორებსაც აძლევს მოტივაციას მუდამ იბრძოლონ წარმატების მისაღწევად.
კურო
როდესაც კურო ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელსაც შეიყვარებს, ამის შემდეგ მხოლოდ მასზე ზრუნვით იქნება დაკავებული. არაფერი არ ნიშნავს მათთვის იმაზე მეტს, ვიდრე მათი პარტნიორი. საკმაოდ ინტელიგენტი ნიშანი ურთიერთობაში ფიზიკურ სიახლოვეზე მეტს ითხოვს და სამაგიეროდაც ასევე მეტს გასცემს. თუ კუროს სასიყვარულო ინტერესის დამსახურება გსურთ, მისი ინტელექტი და სხეული ერთნაირად უნდა გამოიწვიოთ თქვენი ქცევითა და აზროვნებით.
მერწყული
მერწყული ძალიან იმპულსური ნიშანია, რადგან მათ მოწყენილობის ატანა არ შეუძლიათ. მასთან ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან თუ იგი დაინახავს, რომ სიახლეების შემოტანა არ შეგიძლიათ ქორწინებაში, აუცილებლად მიგატოვებთ. იგი წავა და სხვა უფრო უკეთეს გასართობს იპოვის. მერწყული ჭკვიანია და სურს მისი პარტნიორიდ მის დონეზე აზროვნებდეს.
თხის რქა
როდესაც თხისრქა რაიმე მიზანს დაისახავს, ისინი ამას ნებისმიერი გზით მიაღწევენ. ისინი მრავალფუნქციურობის დედოფლები არიან. შეუძლიათ სახლის, შვილებისა და პარტნიორის სიყვარულზე ზრუნვა ერთდროულად. თუ ასეთი იდეალური ქალი გსურთ ცოლად, თქვენც ძალიან ორგანიზებული უნდა იყოთ, რადგან ის სიზარმაცეს ვერ იტანს.
ტყუპი
თუ ტყუპებზე დაქორწინება გსურთ, უნდა იცოდეთ რომ ქორწინებაში ისინი ორ სხვადასხვა პიროვნებას ანსახიერებენ. მათი ერთი ნაწილი ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველია, ასევე იგი წარმატებით უმკლავდება დედის მოვალეობებს. თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ მისი მეორე საპირისპირო მხარის გამოჩენამაც არ შეგაშინოთ.
მორიელი
მორიელ ცოლს შეუძლია თქვენი ყველაზე დადებითი მხარის გამომჟღავნებაში დაგეხმაროთ. მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ და თუ ამის ატანა არ შეგიძლიათ, ეს სათქვენო არჩევანი ნამდვილად არ არის. მხოლოდ ყველაზე ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ მორიელის მორჯულება.
ქალწული
ქალწულებმა მუდამ ორგანიზებულად უნდა გააკეთონ ყველაფერი. მათი აზრით, სწორედ თვითონ იციან რა არის სწორი და რა არასწორი. თუ მასთან ერთად ცხოვრება გსურთ, უნდა შეეგუოთ რომ ყველაფერი მისი გზით უნდა გაკეთდეს. სამაგიეროდ, თქვენ მიიღებთ ყველაზე სანატრელ მოპყრობას საყვარელი პარტნიორისგან. იგი გულის სიღრმემდე გაგიგებთ ყველაფერში და თითოეული თავგანწირვისთვის უდიდეს კარგ სამაგიეროს გადაგიხდით.
ლომი
თუ ლომი თქვენს ცოლობაზე დაითანხმეთ, ეს ჯეკპოტის მოგებას უდრის. თუმცა, თუკი მას იმას არ მისცემთ, რასაც ითხოვს, ვიღაც აუცილებლად დაშავდება. ლომი სიბრაზეს ძალიან მკვეთრი სახით გამოხატავს. თუ თქვენ მის გულს მაინც მოიგებთ, უნდა გახსოვდეთ რომ ლომი ყველაფრის მიუხედავად იქნება თქვენი ერთგული. მის სიყვარულს არაფერი არ შებღალავს. უბრალოდ გაეცალეთ მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზეა.
ვერძი
ვერძები კონკურენტუნარიანი არსებები არიან და ისეთ ადამიანებს წარმოადგენენ, რომელიც ერთი დანახვით შეგიყვარდებათ. ის ძალიან ერთგულია ქორწინებაში, თუმცა სამაგიეროდაც უდიდეს თავდადებას ითხოვს. არ გაუცრუოთ იმედი ვერძს, რადგან ის ძალიან ცუდ პასუხს გაგცემთ.
მშვილდოსანი
ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარეა და ერთ ადგილას დიდ ხანს გაჩერება არ შეუძლია. თუკი მათ შებოჭვის გრძნობას გაუჩენთ, მშვილდოსანი მაშინვე გაიქცევა თქვენგან. მიიღეთ ისინი ისეთი, როგორებიც არიან და მათ მოთვინიერებას არ ეცადოთ. მშვილდოსანი მუდამ თავისუფლებისკენ მიიღწვის, რადგან თავისუფალი სულის პატრონია. თუ შეეცდებით რომ ცხოვრებას ისეთი თვალით შეხედოთ, როგორითაც ისინი უყურებენ, მაშინ იდეალური ქორწინება გექნებათ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi