კვირა, დეკემბერი 1, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოგვითხრობს ირანელ ქალებსა და მათ ჩაცმულობაზე. როგორ შეიცვალა ის წლების განმავლობაში 

ისტორია ირანელ ქალებზე რომელთა ჩაცმულობაც იცვლებოდა 110 წლის განმავლობაში.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც მათ ეცვათ მოდურად, როგორც ევროპელ ქალებს, ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება ტანსაცმლისა და მაკიაჟის შერჩევაში. როგორ შეიცვალა ირანელი ქალის იმიჯი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე – გთავაზობთ მიმოხილვას.

1900-იან წლებში ირანელი ქალები ატარებდნენ ეროვნულ სამოსს, თავზე იფარებდნენ თეთრ ჰიჯაბს და არ იყენებდნენ მაკიაჟს. შეერთებული წარბი სილამაზის ნიშნად ითვლებოდა.

1910 წლისთვის გაჩნდა სოციალური მოძრაობა ქალთა უფლებებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ირანელი ქალების ტანსაცმელზე არ მოქმედებდა. 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ქალები ჯერ კიდევ ატარებდნენ ჰიჯაბს, მაგრამ ახლა ის ღია ფერის იყო და თმის ტალღებს აჩენდა.

1930-იან წლებში ირანის 34-ე შაჰმა, რეზა ფეჰლავმა განაცხადა, რომ ის თავისი ქვეყნის „მოდერნიზებას“ იწყებდა. 1935 წელს სპარსეთი ცნობილი გახდა, როგორც ირანი და მმართველმა გამოსცა განკარგულება ქალებისთვის ჩადრის მოხსნის შესახებ. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქალები არ იყვნენ მზად ასეთი დრამატული ცვლილებისთვის. მათ სჯეროდათ, რომ ჩადრის მოხსნა ამცირებდა მათ.

1940-იანი წლების დასაწყისში რეზა ხანმა ტახტი დატოვა და ჩადრის მოხსნის შესახებ კანონმა მოქმედება შეწყვიტა. თუმცა, ჩადრის ტარება განიხილებოდა, როგორც დაბალი კლასის და ჩამორჩენილი მსოფლმხედველობის მაჩვენებელი, ასევე დაბრკოლება სამუშაო ადგილზე.

ამ წლებში მოდური ირანელი ქალის გარეგნობა არაფრით განსხვავდებოდა ევროპელი ან ამერიკელისგან: ტალღოვანი თმა, სახეზე მაკიაჟი, მუხლებამდე კაბები.

1950-1960-იანი წლების პერიოდში ირანში კვლავ შეინიშნებოდა ქალების დიქოტომია (განცალკევება). უმაღლესი კლასის წარმომადგენლის იმიჯი სრულად ასახავდა დასავლეთის მოდის ტენდენციებს, ხოლო უფრო მოკრძალებული ირანელი ქალები ამაყად ატარებდნენ ჩადრს.

მოდის მიმდევრები გულუხვად იყენებდნენ თვალის ლაინერს, თავზე კი მაღალ ვარცხნილობებს. 1960-იან წლებში ქალებმა ხმის მიცემის უფლებაც მოიპოვეს.

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

1970-იან წლებში ირანელმა ქალებმა მოიპოვეს განქორწინების უფლება. მერე გოგოებს მოკლე ქვედაბოლოების, ღრმა დეკოლტეს, ღია საცურაო კოსტიუმების ტარება დაიწყეს. სილამაზის კონკურსებში სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას. იმდროინდელი მოდის ჟურნალების გარეკანების დათვალიერებისას ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს განთავისუფლებული მუსლიმი ქალები იყვნენ, რადგან 1970-იანი წლების ბოლოს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

1978-79 წლებში ისლამური რევოლუცია მოხდა ირანში. შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლავი გაიქცა და მის ნაცვლად სულიერი ლიდერი აიათოლა ხომეინმა დაიკავა. 1980 წელს მოხდა კულტურული რევოლუცია ე.წ. საგანმანათლებლო დაწესებულებები განუსაზღვრელი ვადით დაიხურა, განათლების მინისტრი ფაროხრუ ფარსა სიკვდილით დასაჯეს, შიიტმა ღვთისმსახურებმა კი ხალხის ცნობიერება დაიმორჩილეს.

ქალებს ახალი რეჟიმის პირობებში ძალიან გაუჭირდათ. მათ მრავალი უფლება ჩამოართვეს და კვლავ შავი ჩადრისა და ჰიჯაბის ჩაცმა უბრძანეს. ვინც ამ ჩაცმულობის გარეშე გაბედავდა გარეთ გასვლას, ჩაქოლვა ემუქრებოდა.

10 წლის შემდეგ ქალებს უფლება მიეცათ ეტარებინათ ჩადრი, ჰიჯაბი, მათი თმა ოდნავ შესამჩნევი გახდა. 2009 წელს მოხდა მწვანე რევოლუცია. მასში ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმ იმედით, რომ მეტ უფლებებს მიიღებდნენ.

2010 წლისთვის გარკვეული პროგრესი იყო ჩაცმის სტილში: ჰიჯაბის ნაცვლად ირანელმა ქალებმა დაიწყეს ჩვეულებრივი თავსაბურავის ტარება, ბევრი მათგანი ჩნდება შარვალსა და ჯინსებში.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

დეკემბერი 1, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო ბაჟე საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო ბაჟე საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 1, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი ამერიკაში

როგორ აღინიშნება ახალი წელი ამერიკაში

1 დეკემბერი 2024
,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

ნოემბერი 30, 2024
ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 30, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები