იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

0
13
#image_title

როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში (მჩხიბავებმა რომ არ გაგთვალონ)

კარგი იქნება, თუ მათხოვარს მოწყალებას ეკლესიში შესვლამდე მისცემთ და თქვენთვის ჩაილაპარაკებთ: „დაე არ გახდეს მწირი გამცემის ხელი“. ეკლესიიდან გამოსვლისას არ არის სასურველი მოწყალების გაცემა, რადგან ფულთან ერთად შენ გასცემ იმას, რისთვისაც მოხვედი, რაც შესთხოვე ღმერთს და წმინდანებს.

ჯადოქრების გამოცნობა შესაძლებელია. ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ყურადღება მიაქციე შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ჯადოქარი (მჩხიბავი) ცდილობს თითები გადაჯვარედინებული ჰქონდეს, ან თვითონ ხელები ისე, რომ მარცხენა ხელი ედოს მარჯვენაზე. ტაძარში ისინი ყოველთვის დგებიან ისე, რომ ზურგი დაფარული იყოს საკურთხევლისგან. ხოლო ეკლესიიდან გადიან შეძლებისდაგვარად ნელა და ზურგით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეკლესიაში შეიძლება შემოგიარონ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელი შეგახონ და შემდეგ შენს უკან დადგნენ, ენერგია რომ გამოგაცალონ. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე, მორიდების გარეშე შეეხე ამ ადამიანს
მარცხენა ხელით, უკან რომ დაუბრუნდეს ცუდი ენერგია (გათვალვა).

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქცოთ სანთლებს, რადგან ხშირად სწორედ მათი დახმარებით ატარებენ სხვადასხვა რიტუალს მჩხიბავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, როდესაც უამრავი ადამიანი ანთებს სანთელს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად საეკლესიო სანთელი

1. თავიდან, ზოგმა არ იცის სად დატოვოს ანთებული სანთელი. ასეთ ადამიანთან აუცილებლად ეცდება მივიდეს მჩხიბავი რჩევით. მას ეუბნებიან „ჩადგი სანთელი და ეკლესიიდან ზურგით გადი“. თუ ასე მოიქცევი, შენ თავს ჯადოთი დაიზიანებ.

 

2. ტაძარში სანთელი არ უნდა აანთოთ ასანთით ან სანთებელათი. აანთე მხოლოდ იმ კანდელიდან, რომელიც ცენტრში ანთია. არავითარ შემთხვევაში არ აანთო შენი სანთელი გვერდით მდგომიდან, რათა სხვისი პრობლემები არ მიიზიდო. ასევე არ მისცე ნება შენ სანთელზე აანთონ თავისი სანთელი, რათა შენი ბედნიერება არ წაგართვან.

3. შენს ანთებულ სანთელს ნუ მიატოვებ, სანამ მისი დიდი ნაწილი არ დაიწვება. სანთელი ჩააქრე თითებით, არ შეუბერო.

4. მიაქციე ყურადღება ასეთ რამეს: შენ აანთე სანთელი, მოცილდი თუარა, ის მოულოდნელად ჩაქრა. არ დაგეზაროს და ძირს დაიხედე. შენ შეიძლება დაწყევლილ ნემსზე დგახარ.

5. როდესაც შენ ხატის წინ სანთელს ანთებ ჯანმრთელობის თხოვნით, სხვას უფლება არ მისცე ადგილი შეუცვალოს შენს სანთელს.

6. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენი სანთელი არ ჩააქრონ ან მის ადგლზე სხვა დაანთონ. ამგვარად როგორც წესი თქვენი გათვალვა უნდათ.

და ბოლოს. შეიძლება ასეთი რამ შეგემთხვეთ: მიდიხარ ეკლესიის ახლოს, შენ გიახლოვდება საყვარელი ბებო, რომელიც გთხოვს დათვალო ეკლესიის გუმბათები. ეს არ გააკეთო!

ერთგუმბათიან მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მარტოობაზე აკეთებენ რიტუალს, სამგუმბათიანთან – შიშზე, შფოთვაზე, კანონთან პრობლემებზე, ხუთგუმბათიანთან – სხვადასხვა დაავადებებზე.

მალე აღდგომაა, უამრავი ადამიანი წავა ეკლესიაში. გახსოვდეს ეს რჩევები, რათა ამ წმინდა ადგილიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პრობლემები არ აღმოგაჩნდეს. და არ დაგავიწყდეს გაუზიარო ეს სასაგებლო ინფორმაცია შენს მეგობრებს!

 

( ეს არის მხოლოდ რჩევა, და არა თავს მოხვეული მტკიცებულება )

 

ღმერთმა დაგლოცოთ!

წყარო : intermedia

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ