რა ღირს კაბა რომელიც ლელა მებურიშვილს ბუკინგემის სასახლეში ამშვენებდა.
კაბა რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო, მისი ღირებულება და სხვა დეტალები ლელა მებურიშვილმა საზოგადოებას გაუმხილა.
,,ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე .ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბიქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე პრინც ვილიამთან”, – განაცხადა მსახიობმა მოგვიანებით.
ლელა მებურიშვილმა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ამერიკული ბრენდის, 21SIX FASHION Amelinda Royal Taffeta peplum dress მოირგო, რომლის ღირებულება 1,470 დოლარია.
ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები