როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

0
90
#image_title

როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად – გამოცდილი დიასახლისების ხრიკი

კარტოფილი იდეალურად რომ შეწვათ მიყევით ჩვენს რჩევებს! გამოცდილი დიასახლისები კულინარიულ ხრიკებს გვიზიარებენ.

როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად

სახეობა
ყველა კარტოფილი შეწვისთვის არაა. დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი სჯობს პიურესთვის გამოიყენოთ. გამოცდილი მზარეულები კარტოფილის შეწვისთვის წითელ ან ყვითელ ქერქს ირჩევენ.

თეთრი სახეობები დაჭრის შემდეგ სწრაფად შავდებიან. აირჩიეთ დიდი ზომის კარტოფილი მკვრივი ქერქით. მწვანე ქერქით არ იყიდოთ! ის სოლანინს შეიცავს, რაც ხანდახან გულის არევას იწვევს.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

ტაფა
კარტოფილს იდეალურად ყველა ტაფაზე ვერ შეწვავთ. ოპტიმალური ვარიანტია თუჯის, რომელიც ფართოა და სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. თანამედროვე მოდელებიდან “WOK” გამოგადგებათ, რომელსაც ნახევარსფეროს ფორმა აქვს. ასეთი ტაფა მალე ცხელდება, დიდ ნაჭრებსაც კარგად წვავს და ზეთის ეკონომიას სწევს.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

დაჭრა
კარტოფილის ნაჭრები ნებისმიერი ფორმის შეიძლება იყოს. გრძელი, ოთკუთხედი ფორმები შემწვარ ხორცთან ან თევზთან მშვენივრად გამოიყურება. ფრის ფორმის კატლეტებთან. მთავარია, ნაჭრები ერთი ზომის და ფორმის იყოს, რადგანაც სხვა შემთხვევაში პატარები დიდებზე მალე შეიწვებიან.

თუ გსურთ, რომ ხრაშუნა გამოგივიდეთ, შეწვის შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ, რათა ზედმეტი საფუარი მოაშოროთ. ამის შემდეგ, ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

ზეთი
გამოგადგებათ ნებისმიერი მცენარეული რაფინირებული ზეთი. ის მაღალ ტემპერატურას უძლებს და კარტოფილის გემოს არ ცვლის. სალაში ან ქონში შემწვარი კარტოფილი უფრო ნოყიერი გამოდის, მაგრამ არომატი და გემო იცვლება, რაც ყველას არ მოსწონს.

შეწვამდე, ზეთი კარგად უნდა გაცხელდეს/ ნაღების კარაქი შეგიძლიათ ბოლოში დაამატოთ, გემოს გაძლიერებისთვის.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

შეწვა
როცა ზეთი გაცხელდება, ოდნავ დაუწიეთ ცეცხლს და დაიწყეთ კარტოფილის შეწვა. მოათავსეთ ტაფაზე თანაბარ ფენად. არაა საჭირო მთლიანი ტაფა შეავსოთ, სჯობს რამდენიმე ნაკადად შეწვათ

თვდაპირველად, არ აურიოთ ნაჭრები. არ დაახუროთ თავზე. ზომიერად ძლიერ ცეცხლზე 5-7 წთ შეწვით, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს, შემდეგ ფრთხილად ამოატრიალეთ.

კიდევ 5 წთ შეწვით, შემდეგ ისევ გადაატრიალეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერზე, სანამ ყველა მხრიდან გემრიელი შეფერილობა არ ექნება. შუაში ერთი ნაჭერი გატეხეთ. თუ ეს მსუბუქად გამოგივიდათ, ესეიგი დროა გადმოიღოთ.

შეწვის საერთო დრო ტაფაზე, სახეობაზე და გაზქურაზეა დამოკიდებული. საშუალო ცეცხლზე 20-25 წთ სჭირდება. წვის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე, რბილი კარტოფილის მოყვარულებმა ტაფას თავსახური უნდა დააფარონ.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

სხვა ინგრედიენტების დამატება
საკმაზებად შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი, წითელი და შავი დაფქული წიწაკა, ნიორი, კამა, ოხრახუში… უნდა იცოდეთ რა ეტაპზე დაუმატოთ ისინი. მაგალითად, თუ ხახვს ეგრევე დააყრით, მალე დაიწვება.

სჯობს ის ცალკე ტაფაზე შეწვათ და კარტოფილს წვის დასრულებამდე 4/5 წუთით ადრე დაუმატოთ. გემოს გაძლიერებისთვის წვის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეგიძლიათ ტაფაზე ნაღების კარაქის კუბიკიც დააგდოთ.

როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად

მარილი
კერძის არ დაამარილოთ წვის დასრულებამდე 5-7-წუთი სანამ არ დარჩება. რატომ არ უდნა ქნათ ეს მაშინვე? მარილი ნალექს იწვევს და თუ მშრალ კარტოფილს დააყრით, ის დასველდება და ტაფას მიეკრობა.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ