5 მავნე კერძი წარსულიდან

0
97
#image_title

წარსულიდან არაერთი მავნე კერძი შემოგვრჩა, რომლებიც დღესაც ბევრი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

მავნე კერძი თანდათან შევამციროთ და საბოლოოდ  უარი ვთქვათ მასზე. გბირჩევენ თანამედროვე დიეტოლოგები. გთავაზობთ მავნე კერძების მცირე  ჩამონათვალს

რძიანი ვერმიშელი

რძიანი ვერმიშელის ფაფა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე იყო. მას ბავშვებს ყველა ბაღსა თუ სკოლის ბუფეტში სთავაზობდნენ, ხშირად ამზადებდნენ სახლშიც. ეს ფაფა 80% ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმის მიერ გლუკოზად გარდაიქმნება და მისი შეწოვა სისხლში შაქრის ზრდას უწყობს ხელს. ამ ფონზე მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმები უფრო აქტიურად წარმოიქმნება.

პურჩაყრილი წვნიანი

მენიუ სადილზე ითვალისწინებდა პირველ და მეორე კერძს. ამიტომ, თითქმის ყოველ დღე სუფრაზე წვნიანს ნახავდით. მას ჩვეულებრივ ამზადებდნენ ხორცის ან ძვლის ნახარშით. საქმე ისაა, რომ ბულიონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ არ ითვლება. ის ცხოველური ცხიმითა და სხეულისთვის მავნე ტოქსინებითაა გაჯერებული. ბავშვებისთვის კი მიღებული იყო მისი პურჩაყრილი ჭამა. ასე პურით დამძიმებული ბულიონი საზიანოდ მოქმედებდა კუჭზე. ასევე პირველი კერძის სწრაფი მონელება არ აძლევდა ღვიძლს მისი სრულად გაფილტვრის საშუალებას და მავნე კომპონენტები თავისუფლად ტრიალებდნენ მთელ სხეულში.

ჩიტის რძე

ჩიტის რძე ყველაზე მოთხოვნადი ტკბილეული იყო, ეს დელიკატესი თავის დროზე საუკეთესო  შექმნეს და სახელიც  უწოდეს. მაგრამ მალე მისი შიგთავსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავიდან ჩიტის რძეში აგარ-აგარზე დაფუძნებული რძის პროდუქტი გამოიყენებოდა. ვინაიდან აგარ-აგარის ნარევი საკმაოდ ძვირი და იშვიათი იყო მისი შეცვლა ბანალური სახამებლით დააკანონეს. ცოტა მოგვიანებით, კვერცხი, რომლებიც ასევე დესერტის ნაწილი იყო, შეიცვალა მელანჟით – კვერცხის ცილისა და გულის ხელოვნური ნაზავით. შესაბამისად, ის მავნე და გაყალბებულ ტკბილეულად იქცა.

პურგარეული კატლეტი და შემწვარი ძეხვეული

ძველად  ოჯახის სუფრაზე კვირაში რამდენჯერმე ჩნდებოდა კატლეტები, რომლებშიც დიდი დოზით იყო პური. მას ჭამისას დამატებით პურს ატანდნენ და პიურესაც აყოლებდნენ, რაც ორგანიზმისთვის ნახშირცწყლების ნამდვილი ბომბი იყო. პურიანი კატლეტები არარაფინირებულ ზეთშიც იწვებოდა, რაც მას ცხიმს და ტოქსიკურობას მატებდა.

შემწვარი ძეხვეული

ძეხვეულის შეწვა ასევე მიღებული პრაქტიკა იყო, რომელსაც კვერცხს ასხამდნენ ან გარნირად წინა დღით მოხარშულ მაკარონთან მიირთმევდნენ. მაკარონიც, გაცივების შემდეგ, ისევ ზეთში იყო შემწვარი. ეს კერძი არათუ სასარგებლო, კუჭნაწლავისა და სისხლძრღვებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი გახლდათ.

#drkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ