მეამბოხე პატარძლები – ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში მოკლე სტილის საქორწინო კაბა აირჩიეს და მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს
ალბათ, როდესაც საქორწინო კაბაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება, თეთრი, დიდი კაბაა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ სანახაობრივად გამოიყურება.
მსგავსი კაბა ბევრი გოგონას ოცნებაა. თუმცა, ეს ვარსკვლავები საქორწინო კაბასთან დაკავშირებულ შეხედულებას დაუპირისპირდნენ, ეგრეთ წოდებული მეამბოხე ვარსკვლავები. თავიანთ ქორწილში არა პომპეზური, არამედ მინი-კაბა აირჩიეს და ამ გაბედული ნაბიჯით მოდის სამყარო მთლიანად შეცვალეს. დღეს მათი შთაგონებით ქალები მსგავსი სტილის კაბებს ხშირად ირჩევენ:
შერონ ტეიტისა და რომან პოლანსკის სიყვარულის ისტორიაზე დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ. ისინი 1968 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. შერონმა საკუთარი ქორწილისთვის თეთრი კოლჰოტი, მოკლე კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგო. სამწუხაროდ, წყვილის სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა ისინი იყვნენ მეამბოხე ვარსკვლავები.
კირა ნაითლისა და როკ მუსიკოსის, ჯეიმს რაიტონის, ქორწილს ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოკრძალებულ ცერემონიას უწოდებენ. 2013 წელს წყვილმა გადაწყვიტა, პომპეზური, მდიდრული წვეულების გარეშე, საფრანგეთის პატარა ქალაქში უახლოესი ადამიანების წრეში დაქორწინებულიყო. კირამ არც კაბაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება. მსახიობმა მოკლე, თეთრი კაბა მორგო და გადაწყვიტა, ეს დღე მარტივად აღენიშნა. ეს წყვილიც მეამბოხე ვარსკვლავები გახდნენ.
ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს დაქორწინდნენ. პატარძალს კი 60-იანი წლების შთაგონებით, მოკლე თეთრი კოსტიუმი ეცვა . იოკომ ნაქსოვი მაისური და მინი ქვედაკაბა აირჩია. ეს წყვილიც მოინათლა როგორც მეამბოხე ვარსკვლავები.
მასალის გამოყენების პირობები