ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს

მსოფლიოს ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ თუ წლის პირველ დღეს სუფრა უხვი იქნება, მთელი წლის განმავლობაში ოჯახს არაფერი მოაკლდება. საახალწლო სუფრას ძირითადად ეროვნული კერძები ამშვენებს.

შობისა და ახალი წლისთვის მზადება შეერთებულ შტატებში ერთი თვით ადრე – ნოემბრის ბოლოდან იწყება. ამერიკაში შობა ზეიმს, წვეულებას, საჩუქრებს და სურვილების ახდენას უკავშირდება.

ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ არ არსებობს. რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა, საახალწლოდ შემწვარი ხორცია მთავარი კერძი, სტარტერად შებოლილი ორაგულისგან დამზადებულ სხვადასხვა ვარიაციას მიირთმევენ, დესერტი კი რეგიონულ კულინარიაზე ან თავად მზარეულზეა დამოკიდებული. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ე.წ. ,,პრეზიდენტის ნამცხვარს”, რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია.

სამხრეთ კორეის ახალი წელი მთვარის კალენდრის პირველ დღეს აღინიშნება. ახალი წელი, რომელსაც სოლალი ეწოდება, წელს მას 25 იანვარს აღნიშნავენ.
ამ დღეს კორეელთა უმეტესობა მშობლიურ მხარეებში ხვდება, რათა წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგოს. სოლალი ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია კორეაში . სოლალი სამ დღიანი დღესასწაულია რომელიც თავისთავად ახალ წელს იწყება.

სამხრეთ კორეაში 1 იანვარი დასვენების დღეა. ქვეყნის მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც დასვენების ნანატრ დღეს და არა დღესასწაულს. ამ დღეს, უმეტესად, ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში ატარებენ.

ინდოეთი ერთერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთ-ერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ”გუდი პადვას”. ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.

მკაცრად აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცხყოფა. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, იმოსებიან სადღესასწაულოდ , შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება.

ახალი წლის დღესასწაული ერთ – ერთი უმთავრესი დღეა იაპონიაში. დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს, მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები, ისვენებენ ფირმები , კომპანიები , ბანკები.მსხვილი სავაჭრო ცენტრები ახალ წელს არ მუშაობენ, მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი , პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები.

სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს და ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვრიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108 – ჯერ რეკავენ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა ისმის მთლიანად იაპონიის ქალაქებში, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.

იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს , ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. საახალწლო საჩუქრებიც იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა , ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე ემზადებიან.

იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და ბავშვებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.იტალიელ თოვლის ბაბუას “ბაბო ნატალე” ჰქვია.

იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.

ახალი წელი გერმანიაში მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს. იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით, საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.

მუსლიმანურ თურქეთში ახალი წელი ოფიციალური დღესასწაული 1935 წელს გახდა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ 1 იანვარია დასვენების დღე. თურქები შობას არ აღნიშნავენ და ამ ქვეყანაში ახალი წელი ჯერ კიდევ 21 მარტს მოდის, როდესაც მუსლიმები ნავრუზს აღნიშნავენ. ამასთან, თურქეთის ყველა დიდ ტურისტულ ცენტრში ამ ზამთრის დღეებში, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და კლუბებს ამშვენებს ევროპული საშობაო ნაფლეთები: ხეები, გირლანდები, ფიფქები, ბურთები და სანტა კლაუსის ფიგურები.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ადამიანის სხეულის საოცარი რიცხვები

ადამიანის სხეულის საოცარი რიცხვები

იანვარი 20, 2025
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

იანვარი 19, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები