მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

0
78
#image_title

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ სწორად

მწვანილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ყოველთვის სასურველია, რომ გვქონდეს ხელთ. თუმცა ის მალე ფუჭდება და შენახვის სწორ წესებს მოითხოვს.

დიასახლისები მწვანილის ვადის გასახანგრძლივებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: აწყობენ მაცივრის სხვადასხვა თაროზე, ცდილობენ შეინახონ ოთახის ტემპერატურაზე, აწყობენ სხვადასხვა პარკში… თუმცა ისინი ან ჭკნება ან ლპება.

ჩვენ დღეს გთავაზობთ მწვანილის შენახვის ვადის გახანგრძლივების რამდენიმე წესს.

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

წესი N1 

პირველ რიგში მწვანილს მოხსენით შეფუთვა, გაასუფთავეთ ის, მოაშორეთ გაფუჭებული ნაწილები და დაახარისხეთ სახეობრივად.

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

მოამზადეთ ქაღალდის ხელსახოცები ან პერგამენტი და შეახვიეთ მასში მწვანილი. შეინახეთ მაცივრის ყველაზე ქვედა თაროზე, ასეთი სახით ის ორ კვირამდე გაძლებს, ვინაიდან ამ დროს ის დაცული იქნება ზედმეტი ჟანგბადისგან.

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

წესი N2

ამჯერადაც მწვანილს მოაშორეთ შეფუთვა, დაახარისხეთ, მოაშორეთ მას გაფუჭებული ნაწილები და შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში. კარგად დაფერთხეთ და მოათავსეთ საკვებ კონტეინერში. ასეთი სახით მწვანილი მაცივარში 1 თვემდე გაძლებს.

მწვანილი როგორ უნდა შევინახოთ, მალე რომ არ გაფუჭდეს

გახსოვდეთ, რომ მწვანილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში და არც მის გარეშე. ამ ორი წესიდან შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და შეინახეთ მწვანილი დიდი დროუთ.

უპირატესობა მიანიჭეთ მეორე მეთოდს – გარეცხეთ პროდუქტი და ჩაალაგეთ კონტეინერებში, ასე პროდუქტი საუკეთესოდ შეინარჩუნებს თავის სუნსაც. იმედი გვაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ!

თქვენ რა სახით ინახავთ მწვანილს?

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ