გჯერათ ვარსკვლავების? ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მომავალ კარიერულ წინსვლასა და სიყვარულს სწორედ პლანეტები განსაზღვარვენ. როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული მათი დახმარებით
ნამდვილი სიყვარული ვიპოვოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
ვერძი
შეჩერდით ერთი წუთით და პატარა დეტალებით ისიამოვნეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და ზედმეტად მომთხოვნი არ გამოჩნდეთ. გაატარეთ მშვიდი დრო სასურველ ადამიანთან ერთად, ისეირნეთ და ისაუბრეთ. თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ, თქვენი ყვავილი ბოლოს აუცილებლად გაიფურჩქნება.
კურო
თქვენ მალე შეხვდებით ისეთ ადამიას, რომელიც საუკეთესო მეგობრისა და შეყვარებულის როლს ერთდროულად მოირგებს. უნდა გაიაზროთ, რომ სხვისი გრძნობების გაკოტროლება არ შეგიძლიათ და მხოლოდ მასთან იყოთ, ვინც თქვენ ნამდვილ სიყვარულს შემოგთავაზებთ.
ტყუპი
მთავარია თქვენს თავს შთააგონოთ, რომ ყველაფრის გაკეთება მარტო თქვენი ძალებით სწორი არ არის. აღიარეთ, რომ საყვარელი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. არ დაიწყოთ ყოველი საქციელის ზედმეტი ანალიზი და ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს. ასეთ გზაზე სიყვარული მუდამ თან გსდევთ.
კირჩხიბი
იზრუნეთ თქვენს პირად გრძნობებზე და არ გახდეთ ზედმეტად პარანოიდული აზრებით შეპყრობილი. არ შეეცადოთ გარშემო მყოფების უარყოფითი დეტალების გამოსწორებას. ამის ძალა ჯობია თქვენს თავს მოახმაროთ, რადგან თუ გულს გაგიტეხავენ, გზის გაგრძელებისა და ნამდვილი სიყვარულის პოვნა შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ.
ლომი
მიჰყევით თქვენს გულს და ამჯობიეთ მისი არჩეული გზა თქვენს გეგმებს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი რომელიც დიდი ხანია უკვე თქვენს ცხოვრებაშია, სრულიად სხვანაირი კუთხით წარსდგება თქვენს წინაშე. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და დაანახეთ მას, რომ თქვენი სიყვარული შეიძლება.
ქალწული
მიჰყევით დინებას და ნერვები დაიწყნარეთ. გქონდეთ თქვენი თავის იმედი, რადგან ამის გამო საინტერესო და მომხიბველი ადამიანი გამოჩნდებით. არ იფიქროთ, რომ თქვენთან საუბრით ვინმე დროს კარგავს, ეს პირიქითაა.
სასწორი
დააყენეთ თქვენი თავი ყველაფერზე წინ. მორჩით სხვის ნებაზე სიარულს და გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ ნამდვილად. გააკეთეთ ფოკუსი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაზე და იზრუნეთ პირად კომფორტზე, ეს საჭირო ადამიანს უდიდეს გრძნობებს გაუჩენს.
მორიელი
თავი შეიკავეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობისგან და დაახარჯეთ თქვენი ემოციები მხოლოდ პოზიტიურ პიროვნებებს. მხოლოდ კეთილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გაპოვნინებთ ნამდვილ სიყვარულს. ნუ დაკმაყოფილდებით თქვენთან მოსული პირველივე ადამიანით.
მშვილდოსანი
სახლში ჯდომა და ნამდვილი სიყვარულის ლოდინი არაფერს გარგებთ. გაიცანით ახალი ადამიანები, თამამად წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და აკონტროლეთ თქვენი ცხოვრების მიმართულება უფრო მკვეთრად. როდესაც ვინმეს გაიცნობთ, ნუ შეუშინდებით მის ახლოს მოშვებას და თქვენი სისუსტეების სააშკარაოზე გამოტანას.
თხის რქა
მოეშვით ყველაფრის ლოგიკის წესებით განსჯას. შესაძლოა თქვენი ბედის სიცუდე უბრალო დამთხვევაა და არა რაიმე ლოგიკური პრობლემის შედეგი. მიჰყევით დინებას რაც შეიძლება მშვიდად და შეეგუეთ რთულ პერიოდს, ეს თქვენი გეგმების შესრულებასა და სიყვარულის პოვნას გაგიადვილებთ.
მერწყული
უნდა შეეშვათ იმ მასკის უკან დაფარვას, რომელსაც ყოველი გარეთ გასვლის წინ იკეთეთ. მიეცით ხალხს უფლება გაიცნოს თქვენი ნამდვილი ბუნება და სენსიტიური მხარე. თუ მუდამ გულახდილი და თამამი იქნებით, ის ერთადერთი უფრო ადვილად გიპოვით.
თევზები
მოეშვით ოცნებას და რეალურად მისდიეთ თქვენს მიზნებს. არ არის საჭირო იმ ერთადერთ ადამიანზე ფიქრი გამუდმებით, რადგან ასეთი ადამიანი აუცილებლად გეყოლებათ თქვენს მეგობრების წრეში. გაერიეთ მასაში და დასვით ბევრი შეკითხვა, რათა ადამიანებს თქვენთან საუბარი გაუმარტივოთ და საკუთარი გრძნობების გამოხატვაც აღარ შერცხვეთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi