ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინინო ჩხეიძე გვიზიარებს თავის მოვლის სახლურ რუტინას

ნინო ჩხეიძე გვიზიარებს თავის მოვლის სახლურ რუტინას

როგორ მოვუაროთ თავს სახლის პირობებში – ნინო ჩხეიძის გამოცდილება

ნინო ჩხეიძის გამოცდილება: “არც ძვირი ჯდება, მთავარია, მონდომება, თორემ სახლის პირობებშიც გადასარევად შეგიძლია, თავს მიხედო, გამოიმუშაო რუტინა, არ დაგეზაროს და ლამაზად გამოიყურებოდე…”

მომღერალი არა მარტო საზოგადოებას, არამედ ოჯახის წევრებსაც კი არ უნახავთ სახელდახელოდ ჩაცმული, მოუწესრიგებელი და გაუპრანჭავი. როგორც თავად ამბობს, ეს მის ხასიათშია და ადრეული ასაკიდან ცდილობს, საკუთარ სხეულსა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად იზრუნოს.

,,მთავარია, მონდომება, თორემ სახლის პირობებშიც გადასარევად შეგიძლია, თავს მიხედო, გამოიმუშაო რუტინა, არ დაგეზაროს და ლამაზად გამოიყურებოდე. რა თქმა უნდა, მეც მაქვს პერიოდები, როცა სიზარმაცე შემომიტევს, გადაღლილი ვარ და განსაკუთრებულად არ ვუვლი თავს, რაც ახლა მჭირს. მაგრამ, არის პერიოდები, როცა ძალიან ვაქცევ თავის მოვლას ყურადღებას. თუმცა, რაც არ უნდა მოდუნებული და დაღლილი ვიყო, მოუწესრიგებელს სახლში ვერ მნახავთ, სულ ფორმაში ვარ. სახლის ტანსაცმელი არ მაქვს და ეს ბებიამ მასწავლა. მეუბნებოდა: ქალს სახლის და საგარეო ტანსაცმელი არ უნდა ჰქონდეს, სულ გაპრანჭული უნდა იყოსო. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გიპიურითა და მაქმანებით დავდივარ, მაგრამ ლამაზი ტანსაცმელი მაცვია.” -ამბობს მომღერალი.

ნინო ჩხეიძე სახის კანს განსაკუთრებულად უვლის.  ცდილობს ხარისხიანი კოსმეტიკა გამოიყენოს და არასოდეს იტოვებს სახეზე მაკიაჟს, სახლში მისვლისთანავე, მაშინვე იბანს. ყოველთვის ხმარობს ღამისა და დღის საცხს. უყვარს კანის კომპლექსური მოვლა, რომელიც დაახლოებით, 25 წლიდან დაიწყო.

წლების მატება კი არ აშინებს. მისი თქმით მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ, მნიშვნელობა აქვს, როგორი ხასიათის ხარ, როგორ განწყობაზე და როგორი აურა გაქვს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რა უნდა იცოდეთ ნეაპოლში მოგზაურობამდე

რა უნდა იცოდეთ ნეაპოლში მოგზაურობამდე

13 February, 2025
„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი აღიარება

„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი აღიარება

თებერვალი 13, 2025
SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

13 თებერვალი 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

თებერვალი 13, 2025
საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

13 თებერვალი 2025
ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში

თებერვალი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ დავამწნილოთ ბოსტნეული სწორად და სწრაფად

როგორ დავამწნილოთ ბოსტნეული სწორად და სწრაფად

თებერვალი 13, 2025
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

12 თებერვალი 2025
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა – თბილისის მერია

პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა – თბილისის მერია

თებერვალი 13, 2025
2024 წელს საქართველომ $172 მლნ-ის ავეჯი იყიდა – ძირითადი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი და ჩინეთია

2024 წელს საქართველომ $172 მლნ-ის ავეჯი იყიდა – ძირითადი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი და ჩინეთია

თებერვალი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები