არც ისე დიდი ხნის წინ, ასაკობრივი დაავადებები იშვიათად იყვნენ დიაგზონირებულნი. დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს მათი განვითარების რისკებზე. პარკინსონი ძალიან ცბიერი დაავადებაა, იმიტომ რომ პარკინსონის სიმპტომები სხვადასხვანაირად ვლინდება.
პარკინსონის სიმპტომები 60 წლის და ზევით ადამიანებში გვხვდება , 1:100-ზე მოდის. ზუსტად არცაა ცნობილი რა არის დამნაშავე, სავარაუდოდ გარემო პირობები, გენეტიკა, თავის დაზიანებები და აშ.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ამ ავადმყოფობის ამოცნობას მოძრაობის გაძნელების დროს იწყებს. პარკინსონის სხვა სიმპტომებია:
- ბიძგები;
- შენელებული მოძრაობები;
- ტანის მოუქნელობა;
- პოზების ცვლა;
- კოორდინაციის პრობლემა და უკან გადავარდნის ტენდეცია.
ასევე, სიმპტომები შეიძლება იყოს უეცარი გაჩერებები ან სიარულის დროს ხელის ქანქარი, სახის გამომეტყველების გაყინვა, ძალიან დაბალ ტონალობაში საუბარი და აშ. ისინი უკვე დაავადების განვითარებას მიანიშნებს.
1. კანის პრობლემები
სებორეა ადრეული სიმპტომია. შეგიძლიათ სიტუაცია ფრთხლილად შერჩეული კოსმეტიკით გამოასწოროთ, მსუბუქი შემცველობით, 0 ზეთით და ალკოჰოლით.
ხანდახან ის მწვავე ფორმებს აღწევს. ამ შემთხვევაში სახე, ყურები, მკერდი იფარება წითელი, ჩირქოვანი ნადებით.
ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებში ის 31.7 %-ით იჩენს თავს, ხოლო მშრალის 50%-მდე.
2. წერის გართულება
ტვინის დაზიანება ხელწერის გაუარესებას იწვევს. ასოები უფრო პატარა და ჩახლართული ხდება. მომავალშ პარკინსონით დაავადებულებს დიდი ხნის მანძილზე წერა უჭირთ.
3. ოფლიანობის გაზრდა ძილის დროს
ნერვული სისტემა ვეღარ აკონტროლებს გაოფლიანებას. კომპენსაციის გაკეთება შეგიძლიათ ცხარე საჭმლისგან და კოფეინისგან თავის არიდებით. ასევე, უნდა ატაროთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ტანისამოსი.
4. დასიებული კოჭები
ეს ადრეულ ეტაპს არ უკავშირდება, უფრო შემდეგი სიმპტომია. თუმცა, შესაძლოა სისხლის მიმოქცევის პრობლემებს უკავშირდებოდეს. ხანდახან ესაა გვერდითი ეფექტი ანტიპარკინსონის აბებზე.
რა თქმა უნდა, ეს მაგალითები შესაძლოა სხვა დაავადების სიმპტომები იყვნენ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi