პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

0
30
#image_title

ყველასთვის ცნობილია, რომ ბალანსირებული კვება განწყობას აუმჯობესებს, ჯანმრთელობას აძლიერებს და რაც მთავარია, ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დაგეხმარებათ. პროდუქტები ერთად შერწყმით უკეთ მოქმედებენ, ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს ავსებენ. წარმოგიდგენთ სწორ შეხამებას, რომელთა რეგულარული მიღებაც სასურველი ფიგურის გარანტია იქნება.

შვრია და კენკრა
ბევრი დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ შვრიის ფაფის რაციონში დამატება კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან გიხსნით. შვრია ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. თუ ჩვეულებრივ ფაფაში ტკბილ კენკრას დაუმატებთ, ჯანმრთელობისა და სილამაზის ნამდვილ წყაროს მიიღებთ.

ეს 2 პროდუქტი შიმშილის გრძნობას აცხრობს. სპორტსმენებს კუნთის მასის გაუმჯობესებაში და სხეულის წონის კონტროლში ეხმარება. აქციეთ ის თქვენს საუზმედ და შედეგიც არ დააყოვნებს.

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

ავოკადო და ისპანახი
ეს პროდუქტები ყველამ უნდა შეიყვაროს. მათი შეხამება საასრგებლო ნივთიერებათა კომბინაციაა. ისპანახი ვიტამინი A-ს წყაროა, ავოკადოს ცხიმები კი ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს. კვების სისტემის პროცესი რეგულირდება და შიმშილის გრძნობა ქრება. რაც მთავარია, დაბალი კალორიულობით გამოირჩევიან.

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

ფსტა და ნუში
თხილი არამხოლოდ ჩიპსის ალტერნატივაა, არამედ სხეულისთვის სასარგებლო პროდუქტია. ნუში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ანტიოქსიდანტებს, ცილებს, ცხიმებს და ვიტამინ E-ს შეიცავს. მათი მეშვეობით ჯანმრთელი გული და კუჭ-ნაწლავი გექნებათ. დაამატეთ ნუშს ცოტაოდენი ფსტა და შედეგით გაოცდებით.

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

წიწაკა და კვერცხი
ერბოკვერცხი ბულგარული წიწაკით არაჩვეულებრივი კერძია. ამ პროდუქტების კომბინაცია წელზე ზედმეტ სანტიმეტრებს უმალ აქრობს. კვერცხში შემავალი ვიტამინი B4 კარგ ფიზიკურ ფორმაზე აგებს პასუხს. წიწაკა კი ვიტამინი C-ს წყაროა და რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის დაკლება სურთ.

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

თინუსი და ჯანჯაფილი
იაპონური სამზარეულოს მოყვარულებს ეს შეხამება აუცილებლად მოეწონებათ. თინუსი და ჯანჯაფილი არამხოლოდ გესიამოვნებათ, არამედ გახდომაში დაგეხმარებათ. თინუსის სარგებლიანობა დიდიხანია ცნობილია, თავისი ომეგა 3ით. დაამატეთ ჯანჯაფილი და არ ინანებთ. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა, წონისკლება და საჭმლის გადამუშავება გაუმჯობესდება.

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

ვაშლი და შავი შოკოლადი
ეს საუკეთესო დესერტია, რომელიც დიეტოლოგებმა მოიგონეს. ამ ორი ნივთიერების შერწყმა დადებითად აისახება გულ-სისხლძარღთა სისტემაზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას და ხელს უწყობს წონის კლებას. გემრიელია და თან სასარგებლო!

პროდუქტების შეხამება გახდომისთვის: კვერცხი ბულგარული წიწაკით უმოკლეს ვადებში დაგეხმარებათ

თუ 2 პროდუქტს გონივრულად შეუხამებს, საოცარ ეფექტს მიაღწევთ. ისინი აუცილებლად გამოიღებენ შედეგს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ