შაბათი, აპრილი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები„პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დაჯარიმდა

„პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), ოთხი კომპანიის მიერ („ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც ოთხი კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.

„ავერსის“ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, „გეფას“ („ჯი პი სი“, „ფარმადეპო“) შემთხვევაში, ასევე 74 ფაქტს, „პსპ“-ს შემთხვევაში, 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში, 29 ფაქტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.

„შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს აღ­ნიშ­ნულ­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­სა და და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის ფაქ­ტე­ბი.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

“კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, “პსპ ფარ­მა“, “ავერ­სი“ “ფარ­მა­დე­პო“ „ჯი­პი­სი“ და „მერ­მი­სი“ 52 797 934 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­დნენ. კერ­ძოდ “პსპ ფარ­მამ“, “ავერ­სმა“ “ფარ­მა­დე­პომ“ “ჯი­პი­სიმ“ და “მერ­მის­მა“ ონ­კო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით, იდენ­ტუ­რი ფა­სე­ბი წა­რად­გი­ნეს.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლი ჰქონ­და შე­თან­ხმე­ბულ, კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბას.

კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის, ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდის, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის ფაქ­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე წელს, არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა.

და­ფიქ­სირ­და 1000%, 2000% და 3000%-იანი ფას­ნა­მა­ტე­ბი და იდენ­ტუ­რი ფა­სე­ბი მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­ზეც რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბი არ იყო ამოქ­მე­დე­ბუ­ლი;

გა­მოვ­ლინ­და თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­სა და და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი;

გა­მოვ­ლინ­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან, ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­ზე (დე­პა­კი­ნი ხრო­ნო), ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის ფაქ­ტე­ბი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. უწყე­ბას თი­თო­ე­ულ დარ­ღვე­ვა­ზე ექ­ნე­ბა მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ამინდი მკვეთრად იცვლება

ამინდი მკვეთრად იცვლება

19 აპრილი 2024
„მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში…“

„მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში…“

18 აპრილი 2024
“შენი ჰოროსკოპი” უკვე რადიო “პოზიტივზე” – გაეცანი Fm104.3 -ზე ყოველ სამუშაო დღეს შენს ჰოროსკოპს

“შენი ჰოროსკოპი” უკვე რადიო “პოზიტივზე” – გაეცანი Fm104.3 -ზე ყოველ სამუშაო დღეს შენს ჰოროსკოპს

17 აპრილი 2024
რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი – ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი – ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

აპრილი 19, 2024
დედის სისხლის ჯგუფმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე

დედის სისხლის ჯგუფმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე

აპრილი 19, 2024
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

აპრილი 19, 2024
მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

აპრილი 19, 2024
რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

აპრილი 19, 2024
თანამედროვე არქიტექტურა და მისი მახასიათებლები

თანამედროვე არქიტექტურა და მისი მახასიათებლები

აპრილი 19, 2024
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

აპრილი 19, 2024
საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

აპრილი 19, 2024
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

აპრილი 19, 2024
როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს – მას არავინ უნდა მიეკაროს

როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს – მას არავინ უნდა მიეკაროს

18 აპრილი 2024
როგორი მამაა ბუდუ ზივზივაძე მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა

როგორი მამაა ბუდუ ზივზივაძე მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა

17 აპრილი 2024
რატომ ერჩივნა გაბრიელ გარსია მარკესს რომ მისი ნაწერები მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოეჩინათ

რატომ ერჩივნა გაბრიელ გარსია მარკესს რომ მისი ნაწერები მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოეჩინათ

17 აპრილი 2024
დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

აპრილი 19, 2024
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა

ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა

აპრილი 19, 2024
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა

აპრილი 19, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა

აპრილი 19, 2024
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 19, 2024
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 18, 2024
სასარგებლოა თუ არა პიტნა თქვენი ჯანმრთელობისთვის?

სასარგებლოა თუ არა პიტნა თქვენი ჯანმრთელობისთვის?

აპრილი 19, 2024
შეიძლება თუ არა უმი კვერცხის ჭამა?

შეიძლება თუ არა უმი კვერცხის ჭამა?

აპრილი 19, 2024
11 საკვები პროდუქტი გონებრივი სიჯანსაღისთვის

11 საკვები პროდუქტი გონებრივი სიჯანსაღისთვის

აპრილი 19, 2024
“სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ შეუყვარდა” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

“სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ შეუყვარდა” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

18 აპრილი 2024
ფერადი და ინტერაქტიული გუგლის ახალი ოფისი თელ-ავივში

ფერადი და ინტერაქტიული გუგლის ახალი ოფისი თელ-ავივში

17 აპრილი 2024
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

16 აპრილი 2024
spot_img

ბოლო სიახლეები