ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ გვჭირდება რეგულარულად ბანაობა

რატომ გვჭირდება რეგულარულად ბანაობა

სხეულის სისუფთავის დაცვა პირადი ჰიგიენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რეგულარული ბანაობა ადამიანს თავდაჯერებასაც მატებს, ფიზიკურ და ემოციურ კომფორტსაც უქმნის და, რაც მთავარია, მრავალი დაავადებისგანაც იცავს.

დაბანა კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს, ბაქტერიებს და გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებებს.დაბანისგან, გარდა სისუფთავისა, სხვა სარგებელსაც ვიღებთ: წყლის პროცედურები (აბაზანა, შხაპი, საუნა) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას, ამცირებს კუნთების ტკივილს, შეშუპებას, დაღლილობას, ზრდის კონცენტრაციის უნარს, ამსუბუქებს სუნთქვას.თუმცა დაბანისას ამ ყველაფერზე არ ვფიქრობთ – უბრალოდ, სისუფთავეს ვიცავთ.

ანაობის სიხშირე ინდივიდუალურია და ხშირად იმ კულტურაზეა დამოკიდებული, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის. დერმატოლოგები გვირჩევენ, სახე, იღლიები და გენიტალიები დასაბანი საშუალებებით დღეში მხოლოდ ერთხელ დავიბანოთ. უფრო ხშირი ბანა კანს ბუნებრივ ცხიმს აცლის და აღიზიანებს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შხაპის ყოველდღიური მიღება ნორმად მიიჩნევა, თუმცა ის უფრო ჩვეულებაა, ვიდრე აუცილებლობა. სამედიცინო თვალსაზრისით, საჭიროა მთელი სხეულის რეგულარული ბანა, თუმცა ყოველდღე ამის კეთება აუცილებელი არ არის. თუ ადამიანს განსაკუთრებულ გარემოში არ უწევს ყოფნა, შესაძლოა, მთელი სხეულის კვირაში ორ-სამჯერ დაბანაც ეყოს, თუმცა სასურველია, ყოველდღე დაიბანოს იღლიები, გენიტალიებისა და ანუსის მიდამო და ფეხები.

გარემო პირობების ცვლილებები, როგორც წესი, კანზეც აისახება. ზამთარში გარეთ სიცივის და ოთახში გამათბობლის ზემოქმედება კანის გამოშრობას იწვევს, ამიტომ ტანის უფრო იშვიათად ბანაა სასურველი, მაშინ როდესაც ზაფხულში ყოველდღიურმა ბანამ კანს შესაძლოა არ ავნოს.

გთავაზობთ სხვა რეკომენდაციებსაც ცივი სეზონისთვის:

* შხაპის ხანგრძლივობა 5-10 წუთამდე შეამცირეთ.

* სააბაზანოს კარი დახურეთ, რათა წარმოქმნილმა ორთქლმა ტენიანობა გაზარდოს.

* ცხელი წყალი და საპონი შეცვალეთ თბილი წყლით და მსუბუქი დასაბანი საშუალებით.

* გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ოდენობის დასაბანი საშუალება.

* დაბანის შემდეგ კანი ძალიან ნაზად შეიმშრალეთ.

* დაბანის შემდეგ პირველი სამი წუთის განმავლობაში ტანზე წაისვით საკმარისი რაოდენობის ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული დამატენიანებელი.

წყარო: https://www.aversi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze  

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა – ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა – ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

იანვარი 20, 2025
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5.0 პროცენტით გაიზარდა

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

იანვარი 19, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები