როგორაა დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური მდგომარეობა? იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

0
29
#image_title

ლამზი კანი ქალის ერთ-ერთი საუკეთესო მოსართავია და მისი თანაბარი ფერი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე მიუთითებს.

როგორაა დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური მდგომარეობა? იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

არსებობს მოსაზრება, რომ გარეგნულ იერსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის გარკვეული კავშირია. კანი ყველაფერზე რეაგირებს, რაც კი გარშემო ხდება. ჩვენ ვწითლდებით, განვიცდით ღელვას, დერმატოლოგიური პრობლემები გადატანილი სტრესის და ქაოსის შემდეგ ჩნდება. მოკლედ, რასაც ვგრძნობთ, ვხედავთ ან ვფიქრობთ, ჩვენს სახეზე აისახება.

ავიღოთ მაგალითად მღელვარება. ამ დროს ადამიანები გრძნობენ წვას, ქავილს ან დაბუჟებას, ისევე როგორც მზით დამწვრობის ან მწერის კბენის დროს. ახლობელია ის განცდაც, როცა სახეზე თიტქოს “ჭიანჭველები დარბიან”.

კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და სხვებზე ძლიერ მოქმედებს თავის ტვინსა და ნერვული სისტემის იმპულსებზე. მას ასევე ჰორმონების სტიმულირება შეუძლია, რაც ანთებას, იარების შეხორცების პროცესის შენელებას და გამონაყარის გაჩენას უწყობს ხელს.

როგორაა დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური მდგომარეობა? იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

სტრესს კანის მდგომარეობის გაუარესებასთან მივყავართ, რომლებიც ფსორიზისგან და ანთებისგან იტანჯებიან.

როგორაა დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური მდგომარეობა? იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

კანის საფარის სპონტანური დაზიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომი ხდება. ამ დროს ადამიანს ერთდროულად ორი სპეციალისტის დახმარება სჭირდება: დერმატოლოგის და ფსიქიატრის.

არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კანის ურთიერთქმედების სხვანაირი მექანიზმიც. რამდენად ჯანმრთელიცაა კანი, იმდენად კარგი განწყობა გვეუფლება. ჩვენ თავდაჯერებას ვეღარ ვგრძნობთ, როცა გამონაყარი სახის ყველაზე შესამჩნევ ადგილას ჩნდება. მსგავსი პრობლემები ადაბლებს თვითშეფასებას და ადამიანი დეპრესიამდე მიჰყავს.

როგორაა დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური მდგომარეობა? იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

ამასთან, ყველა ჩვენგანს შეუძლია მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებს.

  1. არ ჩაიკეტოთ. გაუზიარეთ საკუთარი გრნობები და პრობლემები მათ, ვისაც ენდობით.
  2. სოციალურად აქტიურები იყავით: იურთიერთეთ მეგობრებთან და ახლობლებთან.
  3. პერიოდულად შეიცვალეთ გარემოება: გაისეირნეთ, გამოდისთ ოფისიდან ლანჩზე, იპოვნეთ საინტერესო გასართობი.
  4. ეცადეთ მიიღოთ საკუღარი თავი, სწორედ ნაკლოვანებები გვხდის უნიკალურს.

აწარმოეთ ცხოვრების გონივრული წესი: სწორად იკვებეთ, იაქტიურეთ, კარგად დაისვენეთ. ეს დადებითად აისახება ფსიქიკაზეც და კანზეც.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ