როგორ უნდა დავიბანოთ თმა სწორად

0
237

ლამაზი და ბზინვარე თმა ყველა ქალის ოცნებაა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.ზოგადად, თმა ისეთი სიხშირით უნდა დაიბანოთ, რომ თავის კანს გაჭუჭყიანების საშუალება არ მისცეთ.

 

გიზიარებთ იმ რჩევებს, რომლებიც თმის სწორ მოვლაში დაგეხმარებათ.

 

კანში ჩამჯდარი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი აფერხებს თმის ზრდას.
შამპუნი, რომელსაც აწერია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად დელიკატური, ჰიპოალერგიული და ნეიტრალურია; მისი გამოყენება მართლაც ყოველდღე შეგიძლიათ.
თმის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თმის ტიპი და წყლის ხარისხი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 3-4-დღიანი შუალედიც უარყოფითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.გამოსაყენებელი შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. ნუ დაისხამთ შამპუნს პირდაპირ თმაზე, რაოდენობას ვერ გააკონტროლებთ. შამპუნი ჯერ ხელზე აიქაფეთ და მერე გადაინაწილეთ თმაზე.

თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნის ერთი დასხმა საკმარისია; თუ კვირაში ორჯერ, თავი ორჯერ აიქაფეთ. თუმცა მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა უნდა შეამციროთ.

თმის დაბანამდე და შამპუნის დასხმამდე ჯერ თმა უნდა დაივარცხნოთ. დაიბანეთ თავი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. დაბანის დროს გაიკეთეთ მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.სწორად შეარჩიეთ წყლის ტემპერატურაც. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. იგი თმას უფრო გაგიცხიმიანებთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია.

დაბანის შემდეგ თავზე აუცილებლად გადაივლეთ გრილი ან ცივი წყალი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმას ბზინვარებას მატებს.ასვე წაისვით თმის ზეთი ან შეისხით სპრეი.

აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ მიიღოთ ჯანსაღი და ბზინვარე თმა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს სილამაზეში.

 

წყარო: https://philipmartins.ge

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ