ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ უნდა შევარჩიოთ სწორად დამატენიანებელი კრემი

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად დამატენიანებელი კრემი

ანის გამოშრობასა და გაუწყლოებას რომ ებრძოლოთ, აუცილებელია, თქვენი კანის ტიპისთვის, ინდივიდუალურად და სწორად შეარჩიოთ დამატენიანებელი კრემი, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, ასევე, მოშვებული კანის პრობლემა. დატენიანების პროცედურა რომ ეფექტური იყოს, კრემის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

მიაქციეთ ყურადღება, რომ კრემი შეიცავდეს გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, კარბამიდს, ალფა ჰიდროქსი მჟავასა და მცენარეულ ზეთებს, განსაკუთრებით ქოქოსის, გარგარის და ნუშის.იმასაც მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად და როდის ისვამთ კრემს. იდეალური ვარიანტია კრემის ნოტიო კანზე წაისმა და შემდეგ ხელსახოცით ან რბილი პირსახოცით ოდნავ შემშრალება.

ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს, რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ.

დამატენიანებელი კრემის მთავარი კომპონენტი არის წყალი და მისი მთავარი ფუნქცია კანის დატენიანებაა. ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. დამატენიანებელი კრემი იცავს კანს სიმშრალისგან. მისი საშუალებით კანი იფარება თხელი ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს, ასევე, აქვს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან დამცავი ფუნქცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის ყინვაში, დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკვებავი კრემი კი სქელია, შესაბამისად, კანში უფრო ძნელად შეიწოვება.

ამიტომ, ძირითადად, ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით. მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს და აწვდის მას საჭირო ვიტამინებს, იცავს სიცივისა და დაბერებისგან. ამგვარად, დამატენიანებლისგან განსხვავებით, მისი გამოყენება რეკომენდებულია ცივ ამინდში. მკვებავის საშუალებით კანი ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ტენიანობას. დამატენიანებელი კრემი ყველა ასაკის კანს უხდება, მკვებავი კი ასაკოვანი კანისთვის უფრო საჭიროა. დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი – ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება.

კრემის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს. ასევე კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. ასაკოვანი კანი კი – ანტიასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით. ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა ექნება. ნორმალური ტიპის კანისთვის კარგია მსუბუქი დამატენიანებელი. კომბინირებული კანი, ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს.

წყარო: https://tbiliselebi.ge/

drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სტამბოლის აზიური ნაწილი

სტამბოლის აზიური ნაწილი

9 December, 2024
ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

დეკემბერი 9, 2024
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

9 დეკემბერი 2024
რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საახალწლო განათება: სრული გზამკვლევი

რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საახალწლო განათება: სრული გზამკვლევი

დეკემბერი 9, 2024
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 9, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი

დეკემბერი 9, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

დეკემბერი 9, 2024
ახალი წელი აფრიკაში: ტრადიციები და კულტურული მრავალფეროვნება

ახალი წელი აფრიკაში: ტრადიციები და კულტურული მრავალფეროვნება

9 დეკემბერი 2024
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საიდუმლოება

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საიდუმლოება

დეკემბერი 9, 2024
რა არის დიუთი ფრი

რა არის დიუთი ფრი

დეკემბერი 9, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები