როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ყოფილი შეყვარებული თქვენს დაბრუნებას ცდილობს

0
96
#image_title

თუ ყოფილი შეყვარებული თქვენთან დაახლოებას ცდილობს როგორ უნდა მოიქცეთ?

როგორ მოიქცეთ თუ ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თქვენი ყოფილი შეყვარებული ისევ გეფლირტავებათ? თუ არ გსურთ ძველი გრძნობების გახსენება, ამ ოთხ რჩევას დაუჯერეთ და აღნიშნულ პრობლემას ზედმეტი გულისტკივილის გარეშე მოაგვარებთ:

 

1. არ ეფლირტაოთ.

ეს ერთი შეხედვით ნათელი აზრია, თუმცა ამის თქმა მაინც აუცილებელია. არ უპასუხოთ თბილად მის ფლირტს და არ დაუბრუნოთ იგივენაირი პასუხი. როცა თქვენ იცით რომ ურთიერთობა საბოლოოდ არის დასრულებული, ეს მისთვის შესაძლოა სრულიად არ იყოს ცნობილი.

თქვენი ყოფილი ნებისმიერ ჟესტს და ქცევას გამოიყენებს იმისთვის, რომ უფრო აქტიურად გეფლირტაოთ. გულის სმაილების გაგზავნა, კომპლიმენტების თქმა და ხუმრობების გაგრძელება ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი აზრია.

 

2. მოერიდეთ ძველი მოგონებების გახსენებას

ეს სავარაუდოდ ყველაზე ძნელი ნაწილია. ყველას გვსურს უმტკივნეულო დაშორება და მეგობრებად დარჩენა. თუმცა, ეს შემდგომში მტკივნეულ მოგონებებსა და დიდ ნოსტალგიას იწვევს. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვსურს ზედმეტი დრამის შექმნა, რის გამოც ყოფილ შეყვარებულთან თბილ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია, თუმცა როდესაც ყოფილი თქვენთან თბილი საუბრისას ურთიერთობის პერიოდს გაიხსენებს, მიხვდებით რომ შეცდომა დაუშვით. ერთად გატარებული საუკეთესო მომენტების გახსენებასთან დაპირისპირება ცივი გონებითაც კი ძალიან ძნელია. ასერომ, თავი აარიდეთ ძველ დროზე საუბარს თქვენს ყოფილთან.

 3. ზედმეტად არ იზრუნოთ მეგობრებათ დარჩენაზე

ასეთი მცდელობები ყოველთვის ბევრად უფრო დიდ ზეწოლასა და დრამას აჩენს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე უბრალოდ ცივი ფასადის აღმართვა. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ კეთილ და თავაზიან ადამიანად მის მიმართ, თუმცა უნდა გააცნობიეროთ რომ ურთიერთობები გამუდმებით იცვლება. უბრალოდ ადექით და დატოვეთ ის მაშინ, როდესაც თქვენი თავაზიანობის მიუხედავად, მაინც ფლირტს დაიწყებს.

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ყოფილი შეყვარებული თქვენს დაბრუნებას ცდილობს

4. იყავით თავდაჯერებული

როდესაც თქვენ პლატონური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობთ, ყოფილს ჰგონია რომ თქვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ამის გამო, ურთიერთობა ისეთ სახეს მიიღებს, რომ ერთად ყოფნის დროს ტრადიციად ქცეულ ჩვევებს ისევ დაიბრუნებთ. ისევ გაერთობით ერთად, ისევ გააკეთებთ იმას, რასაც ადრე აკეთებდით, თუმცა რომანტიკული გრძნობების გარეშე.

ამის გამო თქვენი ყოფილი აუცილებლად მიგიმწყვდევთ კედელთან ემოციურად და შემოგთავაზებთ ისევ ერთად ყოფნას. მისთვის ყველაფერი ხომ ძველებურადაა, რატომ არ მოინდომებს რომანტიკის დაბრუნებასაც?

ფაქტიურად ხომ ისევ შეყვარებულებივით იქცევით. სწორედ ამ დროსაა დიდი თავდაჯერებულობის გამომჟღავნება საჭირო. ნათლად უნდა დააფიქსიროთ, რომ თქვენს ქცევას მხოლოდ ერთი მოტივი აქვს და ეს მეგობრობაა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ