ყველასთვის სასარგებლო იქნება რჩევები ,რომლებიც ზაფხულის ცხელი დღეების გადასაგორებლად გამოგადგებათ.
გამოიყენეთ საბავშვო ფხვნილი დეოდორანტის მაგივრად: სუნისა და სისველის თავიდან ასაცილებლად იღლიებზე საბავშვო ფხვნილის წასმა სცადეთ. ის ნატურალური სიმინდის ფქვილისგანაა დამზადებული და სასარგებლო თვისებები აქვს. თუ ფეხები ადვილად გიოფლიანდებათ, შეგიძლიათ საბავშვო ფხვნილი ფეხსაცმელშიც გამოიყენოთ.
ქოქოსის ზეთი წაისვით თმაზე თუ გინდათ აუზში ჩასვლა, მაგრამ გეშინიათ, რომ ქლორმა თმა არ გამოგიშროთ? გამოსავალი არსებობს: აუზამდე თმაზე ქოქოსის ზეთი წაისვით. ეს თმას ბზინვარებასაც მოუმატებს და დაიცავს გაუხეშებისა და გამოშრობისგან.
ცივი ყავა!
ცხელი ზაფხული ცივ სასმელებს მოითხოვს! რამდენ ადამიანს სიამოვნებს დღის ცივი ყავით დაწყება და რამდენს უოცნებია, ბევრ ყინულს კოფეინის გემო არ გაექრო მასში? ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ყავა გაყინოთ და წყლის ყინულების ნაცვლად ის გამოიყენოთ ხოლმე.
ზოგჯერ შეიძლება მზეზე წოლისას დრო უქმად დაკარგოთ, რადგან, სასიამოვნო რუჯის მაგივრად, დამწვრობა მიიღოთ. კანის დამწვრობისთვის კარგი საშუალებაა ალოე ვერას გელის გამოყენება. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია გელის ყინულის კუბიკებად გაყინვა და შემდეგ კანზე წასმა, ეს სიამოვნებასაც მოგგვრით და თან ძალიან ეფექტურია.
და ბოლო რჩევა – თუ გსურთ, თქვენი მობილური, სანაპიროზე ყოფნის პერიოდში, ქვიშის, მტვრისა და წყლისგან დაიცვათ, მაშინ მოათავსეთ ის წყალგაუმტარ პაკეტში. ის თხელი და სუფთაა, ამიტომ აღარც ინერვიულებთ, რომ ტელეფონს რაიმე დაუშავდება.
მასალის გამოყენების პირობები