საინტერესო ფაქტები ამერიკელი მსახიობისა და მწერლის, ჯულიანა მურის შესახებ

0
69
#image_title

საინტერესო ფაქტები ჯულიანა მურის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნიჭიერ მსახიობ ჯულიანა მურზე, რომელმაც მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი როლი აჩუქა, 63 წლისაა, შესანიშნავად გამოიყურება და წითელა ხალიჩასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ყოველთვის ბრწყინავს. ჯულიანა ახლახან ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის “ოთახი მეზობლად” პრემიერაზე წარდგა და ყველას ყურადღება მიიპყრო. პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. დღეს მისი ბიოგრაფიისა და კარიერის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით:

ამერიკელი მსახიობი და მწერალი ჯულიანა მური 1960 წლის 3 დეკემბერს ჩრდილოეთ კაროლინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. ჯულიანას მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, ამიტომაც მის ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხშირად უწევდა. ამ მიზეზით, ჯულიანამ 9 სხვადასხვა სკოლა გამოიცვალა. თავდაპირველად, გოგონას კინოსა და თეატრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონია, მაგრამ ლიტერატურის სიყვარულმა უბიძგა, რომ რამდენიმე სასკოლო სპექტაკლში ჩართულიყო და ამის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა.

ჯულიანა მურმა ბოსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და სამსახიობო კარიერის განვითარება სცადა. მომავალ ვარსკვლავს დაბადებისას ჯული ენ სმიტი დაარქვეს. თუმცა, მოგვიანებით სახელი შეიცვალა და ჯულიანა მური გახდა.

წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ ყოფილა. თავიდან მური მიმტანად მუშაობდა, პარალელურად კი, სხვადასხვა კასტინგში იღებდა მონაწილეობას და იმედს არ კარგავდა, რომ მის ნიჭსა და მონდომებას შენიშნავდნენ. მართლაც, 1985 წელს ის სერიალში “როცა სამყარო ბრუნდება” გამოჩნდა. 1990 წელს კი იგი სერიალში “საშიში ზღაპრები” გადაიღეს. სწორედ ამ პერიოდიდან ჯულიანამ მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა და მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.

მსახიობი მონაწილეობდა როგორც ჰოლივუდურ კომედიებში, ასევე დაბალბიუჯეტიან თრეილერებში. მაყურებელმა ვარსკვლავი იხილა ფილმებში “მოკლე მონტაჟი” (1993), “ვანია 42-ე ქუჩაზე” (1994), “ხსნა”, “ცხრა თვე” (1995), “ცხოვრება პიკასოსთან” (1996). 1997 წელს კი ფილმში “იურიული პერიოდის პარკი” ითამაშა. ნამუშევარი მაშინ ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულში მოხვდა და ჯულიანამაც დიდი აღიარება მოიპოვა. ფილმმა “ღამეების ბუგის სტილში” ჯულიანას “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” დამსახურებული ჯილდოები მოუტანა. 1999 წელს გამოვიდა “მაგნოლია”, 2002 წელს მონაწილეობდა ფილმში “საათები”, 2012 წელს – “თამაში შეიცვალა”, 2014 წელს კი, ფილმში “ჯერ კიდევ ელისი” შესრულებული როლის წყალობით მსახიობმა “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” ჯილდო დაიმსახურა კატეგორიაში “საუკეთესო მსახიობი ქალი.” მსახიობი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და გამარჯვებულია. მათ შორისაა: ვენეციის კინოფესტივალი, ბერლინალე, კანის კინოფესტივალი და სხვა.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ