საუკეთესო კულინარი რომ გახდეთ -მიყევით რჩევებს
საუკეთესო კულინარი რომ გახდეთ ალბათ ბევრი რამ უნდა ისწავლოთ დედებისგან და ბებიებისგან. დედის ბორში და ბებიის ფუბთუშები საუკეთესო საკვებია მთელ პლანეტაზე. ღირებულ წესებსაც სწორედ მათგან ვისმენთ.
ხანდახან კულინარიული საიდუნლიებები მარტივია. ამაში ახლა დარწმუნდებით.
მარტივი კულინარია
დავამსხვრიოთ მითები:
სოდა მაცივარში არასასიამოვნო სუნს შთანთქავს. კარგი მარკეტინგული სვლაა, მაგრამ სოდა ამ დავალებას თავს ვერ ართმევს. სჯობს ნახშირი გამოიყენოთ, ოღონდ ის ძვირია. არასასიამოვნო სუნის გაქრობა შეიძლება მაცივრის სპეციალური საშუალებით გარეცხვით და საკვების ჰერმეტულ შეფუთვაში მოთავსებით.
ხორცის თავისივე წვენში შეწვა. ითვლება, რომ ასე ხორცი უფრო გემრიელია და შეწვისას ნაკლებ წონას კარგავს. მაგრამ თუ ხორცის ორ ერთნაირ ნაჭერს თავისივე წვენში და მის გარეშე შეწვავთ, დარწმუნდებით, რომ ერთი და იგივე მოცულობას დაკარგავენ.
ომლეტი რძის მაგივრად წყალზე უნდა მოამზადოთ. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რძე ომლეტს ამაგრებს და სჯობს წყალი დავამატოთ. მაგრამ, ომლეტი წყალზე მომზადების დროს არ ამოდის და მტკნარი გემოთი გამოირჩევა. რძეზე ორმაგად ფუმფულა და მსუბუქი იქნება.
სოდა ძმრით უნდა ჩაახშოთ, რათა ცომი უკეთ ამოვიდეს. მართლა გამოიყოფა ნახშირმჟავა, რომელიც ცომს ამოსვლაში ეხმარება, მაგრამ ის ისე სწრაფად აორთქლდება, რომ გაზწურის ჩართვასაც ვერ მოასწრებთ. იმისთვის, რომ ცომი რბილი იყის, თავიდაბ მშრალი ინგრედიენტები აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ თხევადი. და მაინც, ძმრის მაგივრად კეფირი ან ლიმნის წვენი გამოიყენეთ.
მარილიანი ხსნარი დამწვარ ქვაბს ასუფთავებს. ეს რჩევა არ მუშაობს. აადუღეთ წყალი ლიმონმჟავათი ან სოდით დაზიანებულ ქვაბში და დატოვეთ 20 წთ, შემდეგ გარეცხეთ.
თუ კვერცხს ცივ წყალში მოხარშავთ, ადვილად გაფრქვნით. ყველაფერი ასე მარტივად არაა. თუ ჯერ წყალს აადუღებთ და მასში შემდეგ მოათავსებთ კვერცხს, ის უფრო მარტივად გაიფრცქვნება, ვიდრე თავიდანვე ცივ წყალში ჩაგდებით. ზოგადად, რაც უფრო რთულია კვერცხის გაფრცქვნა, მით უფრო ახალია ის. მოხარშვის შემდეგ შეგიძლიათ 15 წუთი ყინულიან წყალში ჩააგდოთ.
დაობებული პროდუქტები სასწრაფოდ უნდა გადავყაროთ. ეს სიმართლეა, თუმცა ზოგიერთი მათგანი კერძში მაინც შეიძლება გამოვიყენოთ, თუ დაზიანებულ ადგილს მოვაცლით. მაგალითად ყველი, ტკბილი წიწაკა და სტაფილო.
ლიმონი და რძე ნედლი თევზის სუნისგან გვიხნის. არაფერი ისე კარგად არ გამოდევნის სუნს უკეთ, ვიდრე ძმრის ან ლიმნის წვენის ხსნარი. დაისველეთ ხელები და დაასველეთ ის რომელიმე მათგანივთ. კარგად მუშაობს ძმარიც და ლიმონიც.
პასტა მომზადების შემდეგ წყლით უნდა დასველდეს. რომელი ცნობილი კულინარიული შოუც არ უნდა ვნახოთ, ვერსად დავინახავთ მსგავს ფაქტს.
სტეიკის სუფრასთან მიტანამდე რამდენიმე წამი დაფაზე უნდა გააჩეროთ. სტეიკის გაფუჭება ძალიან მარტივია. პროფესიონალმა მზარეულებმა იციან, რომ კუნთოვანი ბოჭკოები და წვენი ამ გზით ხორცზე თანაბრად განაწილდება.
ხის დაფები პლასტიკურზე უარესი. სინამდვილეში, ხის დაფის ზედაპირი ანტისეპტიკურობით ხასიათდება, ხე ბაქტერიებისთვის უსიამოვნო ადგილია, ეს მეცნიერულადაა დადასტურებული.
ყველი უკეთ ინახება ქაღალდის შეფუთვაში და არა საკვებისთვის განკუთვნილ პარკში. პროდუქტები, რომლებსაც პოლიეთილენში ინახავენ, უფრო სწრაფად ფუჭდება და მართალია, მაგრამ ქაღალდის შეფუთვა ყველს არ დაიცავს. სჯობს პატარა ნაჭერი იყიდოთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi