ბრიტანელი დიზაინერი, პოპულარული ბრენდის Stella McCartney-ის შემქმნელი, სტელა მაკარტნი, უკვე დიდი ხანია, არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ სამოდელო სამყაროშიც განსაკუთრებით პოპულარულია და მისი კოლექციები ბევრი ადამიანისათვის შთაგონებაა.
დღეს გაგიზიარებთ დიზაინერის სტელა მაკარტნის რამდენიმე ფრაზას სტილისა და სილამაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, თქვენთვის მოტივაცია აღმოჩნდეს:
ბედნიერების შესახებ:
“სკოლაში სოფელში დავდიოდი. ამან კი რეალური ცხოვრების შესახებ ცოდნა მომცა, მარტივი საგნების მიმართ სიყვარული მასწავლა და კარგად დამამახსოვრებინა, რომ ბედნიერება არც დიდებიდან მოდის და არც ფულიდან.” ამბობს ლეგენდარული “ბითლზის” წევრის პოლ მაკარტნის შვილი სტელა მაკარტნი.
ჰუმანური მოდის შესახებ:
“თუ მე არ ვუჭერ მხარს ცხოველების მოკვლას საკვებისთვის, რატომ გავაკეთებ ამას მოდისთვის?”
სტელა მაკარტნი ბუნებრივი ბეწვის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მის კოლექციებში არაფერია ისეთი, რაც ცხოველთა უფლებებს არღვევს.
შთაგონების შესახებ:
“გარემო შთამაგონებს. მასთან ჰარმონიულად ვმუშაობ.”
იდეალების შესახებ:
“გლამური ჩემი სიტყვა არ არის. მინდა, ბუნებრივი, თავდაჯერებული სექსუალობის იმიჯი შევქმნა. ჩემთვის სილამაზის ეტალონია ქალი, რომელიც საკუთარი თავით ბედნიერია და ამისთვის დიდ ძალისხმევასაც არ ხარჯავს.” ამბობს სტელა მაკარტნი.
ინდივიდუალურობის შესახებ:
“იყო გამორჩეული, არ ნიშნავს იმას, რომ მოდასა და სტილს მსხვერპლად შეეწირო. იპოვეთ საკუთარი ნიშა, რომელიც ყველასგან განგასხვავებთ.” – სტელა მაკარტნი.
მასალის გამოყენების პირობები