სუფთა და მოწესრიგებული სალონი უშუალოდ მომსახურე პერსონალის პრეროგატივაა, რადგანაც დაცული იყოს როგორც მათი პროფესიული საქმიანობა, ისე კლიენტების ჯანმრთელობა.ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ სტერილიზაციის გარეშე გამოყენებული აღჭურვილობა შესაძლოა სერიოზული დაავადებების გამოვლინების ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.
დაავადებები ადამიანზე გადადის სხვადასხვა ნივთით, როგორებიცაა, სავარცხელი, ჯაგრისი, ფუნჯი, ფრჩხილისთვის განკუთვნილი იარაღები, და ა.შ.მარტივად რომ ვთქვათ, ერთი დაავადებული ადამიანიდან სრულიად შესაძლებელია მეორეზე გადავიდეს თუ ნივთებს არ ჩაუტარდა სტერილიზაცია.გიზიარებთ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს:კანის ინფექციები, სისხლის მოწამვლა, C ჰეპატიტი, ბაქტერიები.
ამრიგად, თუ თქვენ სალონში წასვლას გადაწყვეტთ აუცილებლად ჰკითხეთ სპეციალისტს, არის თუ არა სამუშაო აღჭურვილობა სუფთა და სტერილიზებული, რათა თავიდან აიცილოთ ის დაავადებები, რომლებსაც იწვევს ჭუჭყიანი და ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტები.გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
წყარო: https://jessicacosmetics.com/
მასალის გამოყენების პირობები