როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

0
106
#image_title

საოცარია, რამხელა მასშტაბებს აღწევს ფალსიფიცირებული კოსმეტიკური პროდუქცია. პარფიუმერია ამ მხრივ პირველ ადგილზეა, რაც გასაოცარი სულაც არაა, კარგი სუნამო ხომ ნებისმიერი ქალბატონის სისუსტეა.

სუნამო რომ სწორად შევარჩიოთ, საჭიროა ვიცოდეთ როგორ გავარჩიოთ ორიგინალი რეპლიკისგან, რადგანაც მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

ხარისხიანი სუნამოები

ცელოფნის შეფუთვა

პარკი, რომლითაც სუნამოს ბოთლია შეფუთული, მჭიდროდ უნდა იყოს და ნაკერებს არ უნდა ქმნიდეს. ასევე, არ უნდა ჰქონდეს წებოს კვალი და 5 მმ სისქის უნდა იყოს.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

მუყაო შეფუთვის შიგნით

ორიგინალი პარფიუმერიის მწარმოებლები შეფუთვაზე ეკონომიას არ აკეთებენ. როგორც წესი, ისინი ყუთში დამატებით მუყაოს კონსტრუქციას დებენ, რომელმაც ფლაკონი დაზიანებისგან უნდა დაიცვას.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

წარწერები შეფუთვაზე

მაგალითად, ეკოლოგიურობის ნიშანი (2 ისარი წრეში) სწორად უნდა გამოიყურებოდეს: მუქი ისარი მაღლა. პოლიგაფიაც ხარისხიანად უნდა იყოს შესრულებული.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

დიზაინი

ყალბი სუნამოს შემქმნელები ცდილობენ მათი პროდუქტი ორიგინალს მაქსიმალურად ჰგავდეს, მაგრამ კანონდარღვევის ასარიდებლად, სახელში ასოების შეცვლა ან ლოგოს გადასხვაფერება უწევთ. დააკვირდით.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

სახურავი

ორიგინალის სახურავი სიმეტრიული უნდა იყოს (თუ ექსტრავაგანტური დიზაინი არ აქვს) ხარისხიანად დატანილი სურათით. ის მტკიცედ უნდა ეხურებოდეს ბოთლს და არ მოძრაობდეს.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

სერიული ნომერი

ფლაკონზე დატანილი სერიული ნომერი ყუთზე დატანილი ნომრის იდენტური უნდა იყოს.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

შუშა

მინას არ უნდა ჰქონდეს ჰაერისთვის განკუთვნილი ბუშტუკები და უსწორმასწორო ზედაპირი. ნაკერები ერთნაირად ფართო უნდა იყოს.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან

კიდევ ერთი გამოსადეგარი რჩევა, იმისთვის რომ სუნამოს ხარისხი გავარჩიოთ: შესამოწმებლად ცოტახანი მაცივარში შეინახეთ, თუ სითხე აიმღვრევა, სამწუხაროთ ყალბი ვარიანტი შეგრჩათ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ