99 წლის გენიოსმა ექიმმა მაქსიმ ანდრეევიჩმა ასობით ათასი პაციენტი განკურნა და 80წლიანი სამედიცინო პრაქტიკით გამოირჩევა. მაქსიმი დღემდე არ ფიქრობს მიატოვოს თავისი საქმე. სამსახურში ფეხით მიდის, 2.5 კილომეტრს თავისუფლად ფარავს, იგივე მარშრუტით კი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდება. ანდრეევიჩი სავსეა ენერგიით, არ ღალატობს მეხსიერება და ასწავლის სტუნდეტებს, რომლებიც მასზე გიჟდებიან.
ამგვარი მდგომარეობის საიდუმლოდ დუდჩენკო ღიმილს ასახელებს. როცა კვებაზე ეკითხებიან ამბობს: “არ ვჭამ მხოლოდ ცხარეს. მიყვარს რძის პროდუქტები, ქათმის ხორცი, სხვადასხვა სახეობის პური, შემწვარი კარტოფილი და კვერცხი”.
არსებობს მოსაზრება, რომ შემწვარი ორგანიზმს ზიანს აყენებს, მაგრამ ექიმი დარწმუნებულია, რომ სხეულმა თავად იცის რა სჭირდება და რა არ უნდა მიიღოს.
სოლიდური პროფესორი გვარწმუნებს, რომ აზროვნება და გონება წესრიგში აქვს: “ჯერ კიდევ შემიძლია სარგებელი მოვუტანო საზოგადოებას. მომავლისთვის გეგმებს ვაწყობ და დღემდე სამუშაოს ერთგული ვარ.”
საოცრებაა, მაგრამ მაქსიმმა 3 ინფარქტი გადაიტანა: “პირველი 1972 წელს შემემთხვა. მაშინ ძალიან გადავიღალე და ამინდიც რადიკალურად იცვლებოდა. 10 წლის შემდეგ მეორე ინფარქტი გადავიტანე, 5 წლის შემდეგ მესამე.
მაგრამ ეს არაფერია, ჩემმა მასწავლებელმა 5-ჯერ განიცადა და მაინც მტკიცედ დარჩა. მასწავლებლობას და მეცნიერობას კვლავ განაგრძობდა. ნაიარევი გულში წვრილმანია, მთავარია ტვინის მუშაობა”-აცხადებს დოქტორი.
დუდჩენკო ნეიროტროპულ პრეპარატებს იღებს და გონებესთვის აქტიურ სამუშაოებს ეწევა. პროფესორი ატარებს ლექციებსა და სემინარებს, მუშაობს სამეცნიერო ტექსტებზე.
სტუდენტები მას საუკეთესოდ თვლიან. მაქსიმის ლექციები იმით გამოირჩევა, რომ ის პაციენტებს პატიჟებს და სტუდენტებს ინფორმაციას უფრო ადვილად ამახსოვრებინებს.
ბავშვობაში ექიმობაზე არ ოცნებობდა. ღარიბ ოჯახში დაიბადა და 10 წლის ასაკში თიაქარი აიკიდა. ძლივს გადაიტანა შიმშილობის 1932-33 წლები, ბევრს მუშაობდა.
სურდა სიღარიბისგან თავი დაეღწია და სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს და ომიც დაიწყო.
სამედიცინო კურსები დაჩქარებული წესით გაიარა და ფრონტზე გაემართა. მიიღო ჭრილობები, მედალები და სამედიცინო მოსმახურეობის პოლკოვნიკის წოდება.
მაშინ იპოვნა მომაცალი ცოლი, რომელიც 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეცნიერი გვარწმუნებს, რომ ორგანიზმზე ყველაზე უარყოფითად ნერვები მოქმედებს. აბებს რეკომენდაციას არ უწევს, მხოლოდ თვითკონტროლს: “არასდროს მიმყავს საქმე სკანდალამდე, ვამჯობინებ ყველაფერი მშვიდობიანად გადავწყვიტო. თუ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მეორე ოთახში გავდივარ, ღრმად ვსუნთქავ და ვმშვიდდები, ეს შველის.”
ექიმის უფრო დიდი სიამაყე ჯანმრთელი პაციენტები და წარმატებული სტუდენტებია. მათ შორის წამყვანი სპეციალისტებიც არიან.
როგორც სჩანს, ოჯახში ის პირველი არაა: “დედაჩემმა 98 წელი იცოცხლა, ჩემმა დამ 95, ძმამ 90, მოკლედ გენებშიც გვაქვს დიდხანს სიცოცხლე. ძალებს ახალგაზრდებთან ურთიერთობითაც ვიღებ”.
გენებთან ერთად, დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და პოზიტიური განწყობა განაპირობებს.