უნდა მივიღოთ თუ არა დამატებით? რას გვეუბნება თანამედროვე მეცნიერება?
უნდა მივიღოთ თუ არა დამატებით დე ვიტამინი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე ახალ კვლევას ავრცელებს.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვხვდება სათაურები:
“ვიტამინი D? არ დახარჯო ფული!”
ზოგიერთი ექიმი, თავის პაციენტებს არ ურჩევს დამატებით D ვიტამინის მიღებას, თუ ამის მკაფიო საჭიროება არ არსებობს.
➡️ მაგრამ რა არის სინამდვილეში? რეკლამაა ეს თუ მეცნიერულად დასაბუთებული აზრი?
D ვიტამინის როლი ორგანიზმში:
D ვიტამინი უკიდურესად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და მონაწილეობს მრავალ პროცესში:
• ხელს უწყობს კალციუმის სწორად შეწოვასა და ძვლების სიჯანსაღეს
• აძლიერებს იმუნურ სისტემას
• მონაწილეობს ანთების კონტროლში
• გარკვეული კავშირი აქვს დეპრესიასთან, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციურ დაავადებებთან
სად არის პრობლემა?
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც კარგად იკვებებიან და რეგულარულად იღებენ მზის სხივებს,
დამატებით მიღებული D ვიტამინი არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს და უბრალოდ შეიძლება ფულის უაზრო დახარჯვად ჩაითვალოს.
მაგრამ არსებობს რისკ-ჯგუფები, რომლებსაც დანამატი ნამდვილად სჭირდებათ.
➡️ რას გვირჩევს WHO (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)?
D ვიტამინის დამატებითი მიღება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• მზის ნაკლებ ზემოქმედებაზე (მოსახლეობა ჩრდილოეთ კლიმატში ან დახურულ სივრცეში მომუშავე პირები)
• ორსულობა და ლაქტაცია
• ასაკოვანი პირები (>65 წელი)
• ქრონიკული დაავადებები ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
• ლაბორატორიულად დადასტურებული D ვიტამინის დეფიციტი
🗣 პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“არ შეიძლება ვიტამინის მიღება მოდის მიხედვით.
საჭიროა ლაბორატორიული ანალიზი და მხოლოდ შედეგის საფუძველზე უნდა გადაწყდეს — არის თუ არა საჭიროება დანამატის.
გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს: კალციუმის ზედმეტი დაგროვება, თირკმელებზე დატვირთვა და სხვა გართულებები.
ჯანსაღი კვება + ზომიერი მზის სხივები — უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია.”
📌 გაიგეთ მეტი:
🔹 შენი ექიმი – სამეცნიერო და პრაქტიკული რჩევები ყოველდღიური ჯანმრთელობისთვის, ჯანმრთელობა, კვების რეკომენდაციები, ბუნებრივი და ჰოლისტიკური მკურნალობა: https://www.sheniekimi.ge
🧑⚕️ პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
მას აქვს 25+ წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi