როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში

0
134
#image_title

ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად იცვლება 

ქალების უმრავლესობა 1–2 მილიონი პოტენციური კვერცხუჯრედით იბადებიან, თუმცა ამ მასის დიდი რაოდენობა რათქმაუნდა თავის მისიას ბოლომდე ვერ ასრულებს. სისხლისა და კანის უჯრედებისგან განსხვავებით, კვერცხუჯრედებს თავიდან წარმოქმნა არ შეუძლიათ. ქალებს მხოლოდ იმ ორიგინალი რაოდენობის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც თავიდან აქვთ.

რა მოსდით კვერცხუჯრედებს ასაკის ცვლილებასთან ერთად?

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში | შენი სილამაზე

სურათზე მოცემული ცხრილი მარტივად ასახავს იმას, თუ რა მოსდის ქალის დაბადებისას არსებულ კვერცხუჯრედების რეზერვს წლების გასვლის პარალელურად. 1 მილიონი კვერცხიდან 20 წლის ასაკში უკვე მხოლოდ 400 ათასი რჩება. 25 წლის ასაკში ეს რიცხვი 300 ათასამდე იკლებს, ხოლო 30 წლის შემდეგ კვერცხუჯრედების რაოდენობა 200 ათასზე ნაკლებია.

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში | შენი სილამაზე

თუ გჯეროდათ რომ მენსტრუაციისას ქალი მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედს კარგავს, მაშინ ძაან ცდებით. ყოველთვე ქალის ორგანიზმი გარკვეული რაოდენობის კვერცხებს ირჩევს გასააქტიურებლად, რომელთაგანაც მხოლოდ ერთს ენიჭება განაყოფიერების თვისებები. დანარჩენები ამ ფაქტის გაუაქტიურების შემთხვევაში უბრალოდ კვდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 30 წელს გადაცილებული ქალი ერთი მენსტრუაციული ციკლისას დაახლოებით 1000 კვერცხუჯრედს კარგავს.

30 წლის ასაკში დაორსულების შანსი

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში | შენი სილამაზე

კვერცხუჯრედების რაოდენობის კლებასთან ერთად, თანდათან ბავშვის ჩასახვის შანსიც მნიშვნელოვნად მცირდება. 35 წლის შემდეგ, ქალებს 20 პროცენტიანი შანსი აქვთ დაორსულების ყოველ თვეში. 40 წლის ასაკში ეს პროცენტი ხუთამდე მცირდება.  მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზე ხშირ შემთხვევაში 50 წლის ასაკიდან იწყება, ბავშვის ჩასახვის შანსის შემცირება მანამდეც შეიძლება იქნას გამოწვეული კვერცხუჯრედების მარაგის დაკლებასთან ერთად, ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ იცვლება ქალების კვერცხუჯრედების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში | შენი სილამაზე

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  გვინეტ პელტროუ ეკრანზე დაბრუნდა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ