რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

0
78
#image_title

ქალები მუდამ აგვიანებენ,  სულ სადღაც მიიჩქარიან და მაინც არაპუნქტულურის იარლიყით სარგებლობენ

ქალები და მათი გამუდმებული დაგვიანების ჩვევა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი რამ არის. თუმცა, ამის მიზეზი არც ისე ფართოდაა ცნობილი და ახლა განვიხილავთ იმ ძირითად ფაქტორებს, რაც ამ მითის წარმოქმნასა და გაგრძელებას იწვევს:

რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

თმა და მაკიაჟი

იცით რას გავს ქალების თმა მაშინ, როდესაც იღვიძებენ? გეგონებათ რომ მათ დენმა დაარტყა. თითოეული თმის ღერის მიხედვას საკუთარი ხერხი სჭირდება. ასევე, სიჩქარეში თვალის ფანქარის წასმა სინამდვილეში უფრო მეტად იწვევს დაგვიანებას, რადგან სწრაფად ამას აუცილებლად არასწორი გზით გააკეთებთ და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. არავის სურს პანდას გავდეს.

ტანსაცმელი

შეიძლება წინა საღამოს მთელი სამოსის გეგმა დააწყოთ, თუმცა დილას გააცნობიეროთ, რომ ერთ–ერთი ამ გეგმის დეტალი გასარეცხია. ყველაფრის თავიდან მოფიქრებასა და შეხამებას კი სრულიად ახალი მოტივაცია და მონდომება სჭირდება. ამ ყველაფერს დრო მიაქვს.

რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

ტუჩის საცხი

ეს ისეთი რამ არის, რაც კაცებმა შეიძლება ვერ გაიგონ. წარმოიდგინეთ რომ მზად ხართ, სამოსი და მაკიაჟი უკვე წესრიგშია და ხელის ხლება აღარ სჭირდება. თუმცა, თქვენი ჩანთიდან ტუჩის საცხის კოლოფია ამოკლებული. მის ძებნას ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, რადგან ამ დეტალის გარეშე სახლიდან გასვლას უბრალოდ აზრი არ აქვს ქალებისთვის.

წინდები

ამის გამოცდა მართლაც მხოლოდ ქალბატონებს შეუძლიათ. როდესაც სახლიდან გასვლის დრო უკვე დადგა და თქვენ თმის ღერებს საბოლოო შტრიხებს უმატებთ, ამ დროს ფეხზე წინდის ნახევის შემჩნევა კატასტროფას უდრის. ეს ყველაზე ხშირად სწორედ საჩქარო სიტუაციებში ხდება, მაგალითად მაშინ როდესაც მთელ სახლში დარბიხართ პომადის საპოვნელად.

რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

დედასთან საუბარი

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქალის დედას სპეციალური რადარი აქვს, რითაც მისი ქალიშვილის სახლიდან გასვლის მომენტს იდეალურად იჭერს. სწორედ კარის გაღებამდე 2 წუთით ადრე უნდებათ დედების უმრავლესობას გოგონებთან ხანგრძლივი და საფუძვლიანი საკითხების გარკვევა და მათზე დეტალურად ლაპარაკი.

მობილური

გოგონების მობილური ტელეფონი თითქმის ყოველთვის დაჯდომის პირასაა. მისი ელემენტის დატენვა კი ყოველთვის ძნელად გასახსენებელი დავალებაა მათთვის. ამიტომაც სახლიდან გასვლის წინ ტელეფონზე დახედვა და დაბალი პროცენტის დანახვა უეცარ პანიკას მარტივად იწვევს. ამის შემდეგ ისინი ზიან და მობილურის დატენვას ელოდებიან.

რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

გამოვრთე თუ არა ჩემი თმის გასასწორებელი?

რამდენჯერ დაგიტოვებიათ სახლი მშვიდად და შუა გზაზე გაგიფიქრებიათ, მართლა გამორთეთ თუ არა სახლში ყველა ელექტრო ნივთი? გოგონებს ბევრი მარტივად აალებადი თავის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა აქვთ და ამის გამო მათ შესამოწმებლად მიბრუნება ჩვეულებრივი ამბავია.

დაუთოება

ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც გასვლის წინ სწრაფად მოირგებთ პერანგს და სარკეში ბოლო ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ მას თურმე რამდენიმე ნაკეცი აქვს. ასეთ დროს პანიკის ერთადერთი წამალი ამ პერანგის დაუთოებაა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ