ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

0
28
#image_title

ქალური ჰიგიენის პროდუქტები განსაკუთრებით მენსტრუაციული ცილკის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან ნივთებს წარმოადგენენ.

თუმცა, მათი ორდინალური დანიშნულების გარდა, ჰიგიენური საფენები ასევე კიდევ რამდენიმე ორიგინალური სახითაც შეიძლება გამოვიყენოთ. სხვადასხვა სიტუაციაში ისინი შესაძლოა საუკეთესო დამხმარე აქსესუარადაც კი მოგვევლინოს:

1. ოფლის კვალი

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

ზაფხულის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული უარყოფითი თვისება სიცხისგან გამოწვეული ოფლი და სისველეა. თუ გსურთ, რომ ოფლისგან გაჩენილი ნაკვალები სამოსს არ დააჩნდეს მკერდისა და იღლიების არეში, ამისთვის შეიძლება ჰიგიენური საფენები საუკეთესო დამხმარე გამოდგეს.

ისინი იდეალური სისქისაა და მსგავსი სისველის შეწოვა ყველაზე კარგად შეუძლიათ, თანაც მათ დამაგრებას არც ზედმეტი აქსესუარები და წვალება არ სჭირდება.

2. ფეხის კომფორტი

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

თუ რომელიმე სასტუმროში სტუმრობისას ჩუსტები ან გამოსაცვლელი კომფორტული ფეხსაცმელი არ გაქვთ, იდეალური კომფორტული სანდალის დამზადება საფენებისგანაც შეგიძლიათ.

ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებშიც კი არ ღირს ფეხშიშველი გავლა შხაპის ოთახში.

3. ფეხსაცმელების გაუმჯობესება

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

თუ ახალნაყიდი ფეხსაცმელი ზედმეტად გიჭერთ, ან მისი ძირი არცისე რბილი გამოდგა, შეგიძლიათ მასში საფენი ჩააფინოთ და ორი პრობლემა ერთდროულად გადაჭრათ. ისინი ასევე ფეხის ოფლსაც შეიწოვენ და კომფორტულ სეირნობას უზრუნველყოფენ.

4. სისხლდენა

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

თავდაპირველი ლოკაციების გარდა, შესაძლოა სისხლი დაუდევარი მოქმედების გამო, ხელიდან ან სხეულის სხვა რომელიმე ზედაპირული ნაწილიდან წამოგვივიდეს.

მსგავს შემთხვევაში, თუკი ორდინალური პირველადი დახმარების საშუალებები ხელმისაწვდომ არეალში არ მოიძებნება, საფენების გამოყენება ჰიგიენური ნორმების დაცვის საუკეთესო საშუალებაა, რითაც ჭრილობაში ინფექციის შეჭრისგან თავს დაიცავთ. ისინი სისხლდენის შეჩერების უნიკალური თვისებითაც გამოირჩევიან.

5. მაკიაჟისა და ფრჩხილების ლაკის მოშორება

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

ჰიგიენური საფენები ბამბის საწმენდი ნაჭრების იდეალურ შემცვლელად შეგიძლიათ მოიაზროთ. მათი გამოყენება სახიდან მაკიაჟის ჩამოცილებისთვის ან თითებიდან ფრჩხილის ლაკის მოწმენდის პროცესში საკმაოდ მოხერხებულ გზას წარმოადგენს. მათი ზედაპირი კანს არ აზიანებს.

6. ქუსლის დაცვა

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

თუ თქვენი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასაკმარისად კომფორტულია და ფეხის გაოფლიანების შემდეგ შიგნით ფეხი გიცურდებათ, მის ბოლოში საფენის ნაჭრის მიწებება ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის. გაუფრთხილდით თქვენი ფეხის ყველაზე სენსიტიურ ნაწილს ორიგინალურად.

7. თვალის მოვლა

ქალის ჰიგიენური საფენების გამოყენების 7 ორიგინალური ხერხი

ყოველდღიურად თვალებზე მაკიაჟისა და სხვადასხვა სახის დეტალების მოხატვა შესაძლოა საკმაოდ რუტინულ პროცესად იქცეს, თუკი სახის კანის დასვრის საშიშროება გაწუხებთ.

გადაჭერით საფენი შუაში და მიიწებეთ ლოყაზე მისი რომელიმე ნაწილი. ამ შემთხვევაში თვალზე წასასმელი არცერთი საშუალება სახის კანს არ შეეხება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ