ცივ შხაპს ბევრი დადებითი მხარე აქვს და თქვენს ყოველდღიურ რუტინაში თავისი ადგილი შეგიძლიათ მოუძებნოთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ როგორც ცხელ, ისე ცივ შხაპს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. ამ სტატიაში მათი სასარგებლო თვისებების შესახებ მოგიყვებით.
ცივი შხაპის უპირატესობები:
გეხმარებათ დილით გამოფხიზლებაშირ, ოცა სხეულს ცივი წყალი ეხება, მცირედი შოკი გვემართება ხოლმე. ამ შოკის დროს, სინამდვილეში, ორგანიზმში ჟანგბადის დონე, სისხლის მოძრაობის სიჩქარე და გულისცემა იზრდება. ამშვიდებს კანს ქავილის დროს, მედიცინის დოქტორი ადამ ფრიდმანი ამბობს, რომ თუ კანი გექავებათ ან გაქვთ რაიმე კანის დაავადება, ცივ შხაპს შეუძლია, მოფხანვის სურვილი შეგიმსუბუქოთ. აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც უწევენ ექსპერტები ცივ შხაპს რეკომენდაციას. როცა წყალი კანს და კიდურებს ეხება, სისხლი ქსოვილებში უფრო ღრმად შედის და სხეულის იდეალური ტემპერატურის მისაღწევად, უფრო სწრაფ ტემპში მოძრაობს. ის, ასევე, ანთებით პროცესებს და დაავადებების რისკებს ამცირებს.
უპირატესობების გრძელი სიის მიუხედავად, ცივი წყლით შხაპის მიღებას უარყოფითი მხარეებიც აქვს:
ცივი შხაპი შესაძლოა არ იყოს კარგი იდეა, თუკი სხეული გადაცივებულია. ასეთ დროს ორგანიზმს ტემპერატურის დასაბალანსებლად უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს.
ასევე, არ ღირს ცივ წყალში ბანაობა, თუ ავად ხართ. ამან, შესაძლოა, თქვენს იმუნურ სისტემას პრობლემები შეუქმნას.