საკუთარი თავისაგან ბრენდი უნდა შექმნათ” – ცნობილი დიზაინერები სტილისა და სილამაზის შესახებ
ცნობილი დიზაინერები სხვადასხვა დროს ქალებისთვის არაერთ მნიშვნელოვან რჩევას აქვეყნებენ. მათი ფრაზები ბევრი გოგონასთვის კვლავ შთამაგონებელია. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შევკრიბეთ, რომლებიც სტილისა და სილამაზის შესახებ უფრო მეტს გეტყვით:
“ვარცხნილობა არის ბოლო შტრიხი, რომელიც აჩვენებს, იცნობს, თუ არა ქალი საკუთარ თავს.” – იუბერ დე ჟივანში
“სუნამო უფრო მეტს ამბობს ქალზე, ვიდრე მისი ხელმოწერა.” – კრიტიან დიორი.
“წითელი საუკეთესო ფერია. ის ნებისმიერ ქალს უხდება, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ წითლის 30-ზე მეტი განსხვავებული ელფერია. სიცოცხლე, სიკვდილი, ვნება, საუკეთესო საშუალება მელანქოლიის დასასრულებლად – აი, რა არის წითელი. წითლებში ჩაცმულ ქალს თვალს ვერ მოაშორებ.” – ვალენტინო გარავანი
“ელეგანტურობა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება. ძვირად ღირებული სამკაულები და კოსმეტიკა შედეგს არ მოგცემს, თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ.” – კრისტიან დიორი.
“იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თვალში ხვდებოდე. ელეგანტური ადამიანები მეხსიერებაში რჩებათ.” – ჯორჯო არმანი.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები