ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიწარბების ღეროვანი ტატუჟის პროცედურა

წარბების ღეროვანი ტატუჟის პროცედურა

ღეროვანი ტატუაჟის შესრულების 2 მეთოდი არსებობს: ევროპული და აღმოსავლური.

ევროპული მეთოდით დახატული წარბები ძალიან ბუნებრივად და ელეგანტურად გამოიყურება. ტატუაჟი პატარა შტრიხებით კეთდება, და წარბის თითოეული ღერი დაახლოებით ერთი და იგივე სისქის და სიგრძისა (0,5 – 1 სმ.), ამასთან, ყველა დახატული ღერი მიმართულია მაღლა. ევროპული მეთოდით შესრულებულ ტატუაჟს ლამაზად დავარცხნილი წარბების ეფექტი აქვს, რაზედაც ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, წარბების კორექცია 10 თვეში ერთხელაა მიზანშეწონილი.

აღმოსავლური მეთოდი, ევროპულთან შედარებით, უფრო რთული შესასრულებელია. სამაგიეროდ, ძალიან გაგიჭირდებათ დახატული წარბების ნადმვილისგან გარჩევა. რაში მდგომარეობს ტექნიკა?

წარბის თითოეული ღერი (ისევე როგორც ევროპული მეთოდის დროს) მკაცრად ზევითაა მიმართული, თუმცა აი ღერების სიგრძე ვარირებს და სხვადასხვა სიგრძისაა – ზოგიერთი შტრიხი, საერთო ფონიდან სპეცილაურად გადმოცდენილად იხატება, რომ წარბს კიდევ უფრო მეტად ბუნებრივი იერი ჰქონდეს. მხოლოდ გამოცდილი ტავლი მიხვდება, რომ წარბი ტატუაჟითაა შესრულებული. აღმოსავლურ ტატუაჟს უფრო ხანგრძლივი ეგექტი ახასიატებს და მისი კორექცია წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული.

ღეროვანი ტატუაჟის უპირატესობები

ღეროვანი ტატუაჟის დახმარებით შესაძლებელია კოსმეტიკური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარება. ზოგადად, წარბი, სახის ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია. მისი სიხშირე, ან სიმეჩხრე ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის საერთო ვიზუალში და შეუძლია რადიკალურად შეცვალოს გარეგნობა. სახლის პირობებში,  წარბების პინცეტით ხშირი ამოპუტვის შედეგად, ტრამვირებული თმის ღერები უფრო სუსტი და უსიცოცხლოა. ხშირად, ქალბატონებს უნდათ დაიბრუნონ ხშირი წარბები, მაგრამ მათი თავიდან გაზრდა უკვე აღარ გამოსდით… გარდა ამისა, ფაქტობრივად შეუძლებელია წარბის ფორმის რადიკალური შეცვლაც… სწორედ ასეთ დროს, მიმართავენ ქალბატონები წარბების ტატუაჟის პროცედურას.

ღეროვანი ტატუაჟი გვეხმარება:

  • მივანიჭოთ წარბებს სიხშირე და სისქე

  • შევცვალოთ წარბების ფორმა (რადიკალურადაც კი)

  • გავასწოროთ ასიმეტრია

  • დავფაროთ წარბების ზონაშ არსებული ნაწიბურები და სხვადასხვა დეფექტები

პროცედურის ხანგრძლივობა, საკორექციო წარბის სირთულიდან გამომდინარე ვარირებს, და საშუალოდ 1-2 საათს წარმოადგენს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად ტატუაჟის ფერი გაცილებით უფრო მუქი იქნება, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში გაღიავდება და საბოლოდ სასურველ ფერს მიიღებს.

უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ღეროვანი ტატუაჟი უვნებელ პროცედურად ითვლება, მაინც არსებობს რისკ ჯგუფები, რომელთათვისაც არ არის რეკომენდებული მისი ჩატარება,

  • ფეხმძიმობა და ლაქტაცია

  • ანთებითი და ვირუსული დაავადებები

  • სისხლის შედედბის პრობლემა

  • კანის მაღალი სენსიტიურობა

  • მაღალი არტერიული წნევა

  • ეპილეფსია ან ონკოლოგიური დაავადებები

  • რომელიმე მინერალური კომპონენტის მიმართ ალერგია

წყარო: http://lotus.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სტამბოლის აზიური ნაწილი

სტამბოლის აზიური ნაწილი

9 December, 2024
ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

ახლესი კვლევის შედეგები – როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად

დეკემბერი 9, 2024
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

9 დეკემბერი 2024
რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საახალწლო განათება: სრული გზამკვლევი

რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საახალწლო განათება: სრული გზამკვლევი

დეკემბერი 9, 2024
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 9, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი

დეკემბერი 9, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

დეკემბერი 9, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

9 დეკემბერი 2024
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საიდუმლოება

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საიდუმლოება

დეკემბერი 9, 2024
რა არის დიუთი ფრი

რა არის დიუთი ფრი

დეკემბერი 9, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები