ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

0
243

ჯანმრთელობის საკითხი ყველასთვის თანაბრად პრიორიტეტული უნდა იყოს. ამისთვის კი საუკეთესო გზა პატარა ნაბიჯებით დაწყება. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ყველაზე ეფექტური რჩევებიეტაპობრივად უნდა გაითვალისწინოთ, რაც საშუალებას მოგცემთ საკუთარი ტემპით მიჰყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ჩვენ ყველას გვსურს დილით ჯანმრთელად და ბედნიერად ვიღვიძებდეთ, რაც ხშირად გულისხმობსკარგი შინაგან და ფიზიკური შეგრძნებების კომბინაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

მოცემულ სტატიაში განიხილება ხუთი მარტივი ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება შეგიძლიათ.

 

1. მეტი აქტივობა

სავარაუდოდ ხშირად გსმენიათ, რა მნიშვნელობა აქვს აქტივობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ასეცაა. რეგულარულმა ვარჯიშმა შეიძლება წარმოუდგენელად დადებითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღობაზე.  ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს გულის და ფილტვების ჯანმრთელობას, განწყობის ამაღლებას, ენერგიულობასა და ძილის ხარისხს, ასევე ამცირებს ტრავმის, დაავადების და სტრესის რისკს.

 

2. კარგი კვება

ჯანსაღი კვება მრავალმხრივ აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობა, ხელს უწყობს სხეულის მოძრაობას, იმუნურ სისტემას, განწყობას, ეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელების პროცესში და ენერგიის დონის ამაღლებაში.

გაეცანით რამდენიმე ძირითად რჩევას, თუ სად და როდის შეგიძლიათ ჯანსაღი კვების დაწყება:

საჭმლის მომზადება – ეკონომიური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და თავად გადაწყვიტოთ, რა რაოდენობის საკვებია თქვენთვის სასურველი.
იყიდეთ გაყინული ხილი და ბოსტნეული – შეამცირებს ხარჯებს. ამასთან, გაყინული ხილი და ბოსტნეული უფრო საიმედო ვარიანტია, ვიდრე ახალი პროდუქტი.
მოიფიქრეთ რის ყიდვას აპირებთ – სანამ მაღაზიებში მიხვალთ, ჩამოწერეთ რომელი კერძების მომზადება გსურთ ამ კვირაში და შეიძინეთ მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც გჭირდებათ კონკრეტული რეცეპტებისთვის. ეს დაგეხმარებათ დროისა და ფინანასების დაზოგვაში.

 

3. დასვენებისა და ენერგიის აღდგენის პრიორიტეტი

სტრესისგან გათავისუფლება იწყება მშვიდი ძილით. თუმცა, ამის ცოდნის მიუხედავად, ძილის მნიშვნელობას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.  

ფიზიკური დასვენება ჩვენს სხეულს სრული აღდგენისთვის სჭირდება, რომელიც შედგება აქტიური და პასიური ელემენტებისაგან. პასიური ფიზიკური დასვენება ეწოდება სხეულის მთლიანად გათიშვას, მაგალითად, როცა ჩაგეძინებათ ან ჩაგთვლემთ. აქტიური ფიზიკური დასვენება კი ეს არის გარკვეული აქტივობების შესრულებ, როგორიცაა იოგა, პილატესი, ან რაიმე სახის მასაჟის თერაპია.

ღამის კარგი ძილისთვის რეკომენდებულია შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი.

 

4. საზღვრების დაწესება

ეს საკითხი ყველასთვის განსხვავებულად აღიქმება. თქვენთვის შეიძლება ნიშნავდეს ტელეფონის გამორთვას დღის გარკვეულ მონაკვეთში ან კონკრეტული „ტოქსიკური“ მეგობრობის დასრულებას.

რა თქმა უნდა, საზღვრების დადგენა სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად კი რთული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამუშაოს და თქვენს საყვარელ ადამიანებს.

ტელეფონის მოხმარების შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. დიახ, შესაძლოა თავად იდეა, რომ ყოველთვის არ იყოთ ჩართული ვირტუალურ სამყაროში, იყოს სტრესული, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ნება მისცეთ,თუნდაც ერთი წუთით გამოხვიდეთ მობილური სივრციდან. შეტყობინებები მოიცდიან. ამგვარი მიდგომა კი საშუალებას მოგცემთ მეტი ყურადღება მიაქციოთ აწმყო მიმდინარე მოვლენებს, რაც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

5. იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ

საკუთარ თავზე ზრუნვა საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. აქ პრიორიტეტი საკუთარი თავზე და მოთხოვნილებებზე ზრუნვაა.

ეს შეიძლება იყოს მზის შუქის ყოველდღიური დოზის მიღება, საკუთარ თავთან და სხვებთან საზღვრების დაწესება და დასვენებისთვის დროის გამოყოფა.

იპოვეთ ბედნიერება ყველგან, სადაც შეგიძლიათ, თუნდაც წვრილმანებში და გააკეთეთ ის, რაც კმაყოფილების შეგრძნებას გაგიჩენთ. მაგრამ ნუ იქნებით ამ პროცესში მარტო! დაუკავშირდით თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, გაუზიარეთ თქვენი პრობლემები, შეგრძნებები და მოეპყარით საკუთარ თავს თანაგრძნობით.

კარგი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ერთ ღამეში ვერ მიიღწევა. ჩვენი სხეულისა და გონების სიჯანსაღისთვის, ჩვენი ახლანდელი და მომავალი მეს სასარგებლოდ მუდამივი მუშაობაა საჭირო.

ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებსაც ხანდახან უჭირთ თანმიმდევრულობა. დროდადრო შეიძლება მენტალური ჯანმრთელობის საკითხმა შეგვაწუხოს, სამსახურში მეტად დაკავებულები გავხდეთ ან უკონტროლო, დიდი ცხოვრებისეული მოვლენის პირისიპირ აღმოვჩნდეთ. თუმცა,გაითვალისწინეთ, რომ მცირე ნაბიჯების გადადგმით უფრო მივუახლოვდებით ბედნიერ და ჯანსაღ რეალობას.

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze

წყარო:https://community.aybl.com

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ