როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

0
16
#image_title

ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სილამაზესა და სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თუმცა ხშირად გვავიწყდება მთავარი ორგანო – ტვინი. ჯანმრთელი ტვინი უზრუნველგვყოფს სწავლისა და დამახსოვრების უნარით, გვასწავლის ურთიერთობებს და გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ტვინი განსაზღვრავს გულისცემის რიტმს და ფილტვების მუშაობას, ასევე მოძრაობის უნარს, შეგრძნებებს და ფიქრებს.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

უბრალოდ, ტვინმაც შეიძლება კოგნიტური უნარების მუშაობა შეამციროს და მეხსიერებაც ნელ-ნელა დააკარგვინოს ადამიანს, უკვე 20 წლის ასაკიდან. სწორედ ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი წესი (როგორიცაა ბალანსირებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტაბილური ძილი, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება) არის ტვინის სწორი მუშაობის მთავარი გასაღები. საბედნიეროდ, არსებობს განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში, კონცენტრაციაში, კოორდინაციასა და აზროვნების სისწრაფეში გვეხმარება.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

თურმე შესაძლებელია, რომ ტვინი 10 წლით გავაახალგაზრდავოთ, თუკი ყოველდღიურად ამ 3 ძირითად საკვებს მივიღებთ.

გოგრის თესლი

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც არამხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას აუმჯობესებს, არამეც ანორმალიზებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება გონების გაძლიერებაში. ცილების, ვიტამინებისა და თუთიის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, გოგრის თესლი ტვინის უჯრედებს არ აძლევს კოლაფსის საშუალებას და გვეხმარება მეხსიერების შენარჩუნებაში. საუკეთესო შედეგისთვის სასურველია დღე-ღამეში 140 გ გოგრის თესლის მირთმევა. შეგიძლიათ ისინი სალათებშიც დაამატოთ.

ოხრახუში

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ოხრახუშის ყოველდღიური გამოყენება არამხოლოდ ორგანიზმის დაბერების პროცესს უშლის ხელს, არამეც გვინარჩუნებს მეხსიერებასაც. როგორც ცნობილია, ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნა აუმჯობესებს ჩვენს ინტელექტს, ხასიათსა და ახალი საგნების ათვისების უნარებს.

ოხრახუში დიდი რაოდენობით აპიგენინს შეიცავს, რაც უჯრედებს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნაში ეხმარება, ამშვიდებს ნერვულ უჯრედებს და აძლიერებს ტვინის მუშაობისა და დამახსოვრების უნარს. მიირთვით დღეში მინიმუმ 50 გრამი ოხრახუში სალათებთან ან ბუტერბროდებთან ერთად.

პარკოსნები

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

თუ პარკოსნები რაციონში არ გაქვთ, უკვე დროა დაიწყოთ მისი მირთმევა. ის ძალიან სასარგებლოა და, პრაქტიკულად, არ შეიცავს კალორიებსა და ცხიმებს. ის ტვინის მუშაობას აძლიერებს და ახდენს დემენციის პრევენციას.

პარკოსანი კულტურები, როგორიცაა ლობიო, გაროხი, სოიო, ოსპი, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას – ტვინის მკვებავ მთავარ ელემენტს. კაკაოს მარცვლებში ასევე ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებს ურჩევენ დღეში ერთი ჭიქა კაკაოს დალევას, რაც სკლეროზი შეჩერებას გამოიწვევს.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

ზემოჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, სხვა პროდუქტებიც აუმჯობესებს მეხსიერებას: მწვანე ბოსტნეული, კაკალი და მზესუმზირა, კენკრა, მარცვლეული პროდუქტები, თევზი, ზეთისხილის ზეთი და მწვანე ჩაი. კვირაში ერთხელ ეცადეთ, მოიწყოთ დღე, როცა მხოლოდ ასეთ პროდუქტებს მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში.

ტვინზე ისე იფიქრეთ, როგორც კუნთზე, რომელსაც ვარჯიში სჭირდება. მუდმივად ავარჯიშეთ მეხსიერება: შეავსეთ კროსვორდები, ისწავლეთ ზეპირად ლექსები და ციტატები. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და შედეგიც არ დააყოვნებს!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ