საოცნებო სახლი, რომელიც მამაკაცმა 11 კონტეინერისგან ააშენა

0
19
#image_title

როცა საქმე საოცნებო სახლის აგებას ეხება, ადამიანებს სხვადასხვა იდეები იპყრობთ. ზოგიერთი ირჩევს კომფორტულ და პატარა ბუნგალოს, სხვები მდიდრულ სახლებს. ზოგიერთი კი მიმართავს კრეატიულ აზროვნებას და აგებს კონტეინერის სახლს! სწორედ ეს მოიმოქმედა დიზაინერმა უილ ბრომ და ახლა ის საოცნებო სახლის ამაყი მფლობელია.

მისი ახალი სახლი მდებარეობს ჰიუსტონში. მისი აზრით 11 კონტეინერისგან შემსგარი სახლი ძალიან ვრცელი სტრუქტურაა.

კონტეინერები ერთმანეთზეა დაწყობილი და სამსართულიან სახლს ქმნის სახურავზე ტერასით.

ბროს მსგავსი სახლის აგება 2000 წლიდან სურდა, მაგრამ დიდხანს ეძებდა ადამიანს, ვინც ზუსტად ასეთი ნაგებობის დიზაინს გაუკეთებდა, ამიტომაც მამაკაცმა გადაწყვიტა ეს თავად ექნა.

“დავიწყე პროექტების მოძიება, რომელიც მომეწონებოდა. დავიქირავე საოჯახო სახლების დიზაინერები, მაგრამ მათი დათხოვნა მომიწია, რადგანაც არ მაძლევდნენ იმას, რაც მე მჭირდებოდა. 2011 წლიდან კი საქმეს თავად ჩავუდექი სათავეში.” – წერს უილი.

რატომ კონტეინერები? იმიტომ, რომ იდეა ძალიან მარტივია.

“კონტეინერი ძლიერი, ცეცხლგამძლე, გრძელვადიანი და ქარიშხლის გადამტანია”-გვიხსნის ბრო.

კაცმა, რომელიც არაა პროფესიონალი მშენებელი, არ ჰქონდა პროფესიული ცოდნა, თავისი ოცნების სახლი წარმატებით ააგო! ის უბრალოდ არ დანებდა.

პირველად სახლის 3D სკეჩი შექმნა. დიდი ხნის შესწავლის შემდეგ კი კონსტრუქცია ააგო. სახლი 232 კვ.მეტრია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ