“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

0
19
#image_title

იოგა და ჯანმრთელობა გადაჯაჭვული ცნებებია. შეუძლებელია იყოთ იოგი და ავად გახდეთ, ისევე როგორც ვერ გექნებათ ძლიერი სხეული მისი რეგულარული გაწმენდის გარეშე. თქვენი ორგანიზმი თქვენი სახლია, რომელიც დასუფთავებას ითხოვს. შანკ პრაკშალანა ამას მარილიანი წყლით და 5 ასანით აღწევს, რომელსაც ყველა შეასრულებს.

სარგებელი ორგანიზმისთვის
  1. ყველაზე მთავარი ეფექტი — სრული გასუფთავება ტოქსინებისგან, რომლებიც კუჭ-ნაწლავს ხელს უშლიან.
  2. ალერგიული დაავადებების განკურნება, ეფექტი შესამჩნევია 2-3პროცედურის შემდეგ.
  3. საჭლის მონელების გაუმჯობესება, ღვიძლზე დადებითი მოქმედება.
  4. დაცვითი ძალების გაძლიერება, იმუნიტეტის ამაღლება, გაციების განკურნება.
  5. კანის დაავადებების გაქრობა.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

პროცედურისთვის მომზადება
  1. საღამოს, პროცედურის წინ, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო საკვებს, დილით კი მიირთვით სასურველი კერძი და სითხე.
  2. მიაქციეთ ყურადღება ამინდს. თუ ძალიან ცივა ან პირიქით, ჩახუთულობაა, პროცედურა გადადეთ.
  3. მთლიანი პროცედურა, ასანებისა და დასვენების ჩათვლით სრულ 2 დღეს მოიცავს. შემდეგ მოიწყვეთ დასვენების დღე მაქსიმალური სარგებელისთვის.
  4. წინასწარ მოამზადეთ 4-5ლ თბილი, მარილიანი წყალი (2 ჩ.კ. ზღვის მარილი 1 ლ სითხეზე), შეისწავლეთ ასანები და მოემზადეთ მორალურად. ხასიათი უდარდელი უნდა იყოს.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

შესრულების ტექნიკა

სწრაფად დალიეთ 2 ჭიქა თბილი მარილიანი წყალი. ამის შემდეგ, მაშინვე შეასრულეთ 5 ასანი – ტადასანა, ტირიაკა ტადასანა, კატი ჩაკრასანა, ტირიაკა ბჰუჯანსაგანა და უდარაკარშასანა.

ტადასანა
მიატყუპეთ ფეხები, ხელები თავს მაღლა შეკარით, მზერა ჰორიზონტის ერთ წერტილს მიაშტერეთ. ეცადეთ მაქსიმალურად გაიწელოთ მაღლა. აიწიეთ ფეხის წვერებზე და აიზიდეთ მაღლა. გაჩერდით ამ პოზაში რამდენიმე წამი, შემდეგ ტერფები კვალვ მთლიანად დადგით მიწაზე, მოადუნეთ ხელები და გაიმეორეთ.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

ტირიაკა ტადასანა
მეორე ასანის პრინციპიც იგივეა, აიწიეთ თითისწვერებზე, აიქაჩეთ მაღლა და კორპუსი ჯერ წინ დახარეთ, შემდეგ უკან, შემდეგ გვერდებზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

კატი ჩაკრასანა
დადექით სწორად, ფეხები ერთმანეთისგან 30 სმ-ით დააშორეთ, მოადუნეთ ხელები. სხეულის ზედა ნაწილი მაქსიმალურად მიატრიალეთ გვერდით, მარჯვენა ხელი ზურგზე დაიდეთ, მარცხენა კი მარჯვენა მხარზე. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. დაისვენეთ და ახლიდან.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

ტირიაკა ბჰუჯანსაგანა
დაწექით იატაკზე, სახით დაბლა, აიწიეთ ხელებით მაღლა, თავი მხრისკენ მოატრიალეთ, ზურგიც მარჯვნივ. გაჩერდით წამით, შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

უდარაკარშასანა
დაჯექით, მუხლები ერთმანეთისგან 50სმ დაშორეთ, მიტრიალდით მარჯვნივ და მარცხენა მუხლი იატაკს მოაშორეთ. ეცადეთ მაქსიმალურად მიატრიალოთ ზურგი და თავი. გაჩერდით წამით და დაბრუნდით საწყის პოზიციაზე. გაიმეორეთ 5-8 ჯერ. თუ წონასწორობას ვერ იკავებთ, კედელთან დაჯექით.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

  1. ასანების შესრულების შემდეგ დალიეთ კიდევ 2 ჭიქა წყალი და კვლავ გაიმეორეთ ასანები, თითოეული მათგანი 8-ჯერ.
  2. გაიმეორეთ ციკლი, დალიეთ წყალი და გაიმეორეთ ასანები. შემდეგ გაემართეთ საპირფარეშოში.
  3. იმოქმედეთ მსგავსი ალგორითმით.
  4. აკეთეთ იქამდე, სანამ კუჭიდან გამოყოფილი სითხე სუფთა არ გახდება.
  5. ფინალური ეტაპი კუნჯალ კრიაა. დალიეთ 2 ჭიქა წყალი და აღებინეთ ენაზე თითების დაწოლით. ეს პროცედურა კუჭის გაწმენდას დაასრულებს.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

რეკომენდაციები გასუფთავების შემდეგ

  1. პროცედურის შემდეს, შესაძლოა მოგწყურდეთ, მაგრამ 3-4 საათის განმავლობაში არ დალიოთ.
  2. დაასვენეთ ორგანიზმი 45 წუთით. არ დაიძინოთ, უბრალოდ დაჯექით სრულ სიჩუმეში, აჩუქეთ კუჭნაწლავის სისტემას დამსახურებული დასვენება.
  3. პროცედურიდან 45 წუთის შემდეგ მიირთვით ბრინჯი ნაღების კარაქით.
  4. საკვების მიღების შემდეგ, ეცადეთ არ დაიძინოთ 3 სთ. დაისვენეთ, არაფერი აკეთოთ. 3 საათის შემდეგ თუ გსურთ დაიძინეთ.
  5. პროცედურის შემდეგ რამდენიმე კვირა დიეტა დაიცავით. არ ჭამოთ ხორციანი საკვები, გამორიცხეთ ცხარე, მარილიანი, რძის პროდუქტები, ჩაი, ყავა და სითხე. გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო.

“სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ