ქალბატონების უმრავლესობა არ აფასებს სათანადოდ რეგულარული სამედიცინო შემოწმებებისა და ანალიზების ჩაბარების მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა შემოწმება 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს, 12 კითხვა რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ექიმს.
12 კითხვა რომელიც უნდა დაუსვათ ექიმს შემდეგია.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ იმ მთავარ შეკითხვებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ექიმს, თქვენი ასაკის მიხედვით.
20 წლის ასაკში
• ვიმყოფები თუ არა ძუძუს კიბოს გაჩენის რისკ-ჯგუფში?
გამოკვლევების თანახმად, უკვე 20 წლიდან ჩნდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. ბრაზილიის მარინგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აღინიშნება ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის გაზრდის ტენდენცია 20-49 წლის ასაკოვან ჯგუფებში.
იმისათვის, რომ ეს სერიოზული დაავადება თავიდან აიცილოთ, ნებისმიერმა გოგონამ 18-22 წლის ასაკში უნდა გაიაროს კონსულტაცია მამოლოგთან იმ შემთხვევაშიც, თუ არავითარი პრობლემა არ აღენიშნება. მამოგრაფია მთავარი გამოკვლევაა, რომელიც გვეხმარება სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამოვლენაში. თუმცა, ამ ასაკში მოერიდეთ ულტრაბგერით გამოკვლევებს, თუ ექიმი არ გირჩევთ მის ჩატარებას საჭიროებისამებრ;
• რა მდგომარეობაშია ჩემი ჰორმონები?
20-30 წლის ასაკში, ქალის ორგანიზმი განიცდის ინტენსიურ დატვირთვასა და სტრესს. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა დიეტებთან, სწავლასთან დაკავშირებულ დატვირთვებთან, სამუშაოსთან, დილამდე მხიარულებასთან და უძილობასთან. ცხოვრების არასწორი წესი, ხშირი გადაღლა, არასრულფასოვანი და შეზღუდული კვება ძლიერ მოქმედებს ქალის ჰორმონებზე.
ჰორმონების დისბალანსი იწვევს ხასიათის ცვლილებებს, დეპრესიას, თმის ცვენას, გამონაყარს, წონის ცვლილებებს. ამიტომ, 20-30 წლის ასაკში უნდა შეამოწმოთ თქვენი ჰორმონების დონე;
• ვარ თუ არა საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის რისკ-ჯგუფში?
ეს სინდრომი ყოველ მეათე, რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალბატონს აღენიშნება. ამასთან, ადელაიდის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ დაავადების მატარებელ ქალთა 70% არ არის კურსში. აღნიშნული დაავადება ჩვენი დროის ეპიდემიად იქცა.
პოლიკისტოზი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ქალის უნაყოფობისა. მაშინაც კი, თუ ფეხმძიმობა დადგა, გართულების რისკი მაინც მაღალი რჩება. ექიმთან საუბარი და ანალიზების ჩაბარება თქვენ თავიდან აგაცილებთ სამომავლო პრობლემებს. ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან გოგონები საოჯახო სამედიცინო ისტორიით, დაურეგულირებელი მენსტრუაციული ციკლითა და დიაბეტით.
30 წლის ასაკში
• არის თუ არა ნორმალური ჩემი საჭმლისმომნელებელი სისტემა?
30 წლის ასაკში საჭმლისმომნელებელი სისტემა თანდათან იწყებს შენელებას. მეტაბოლიზმი უკვე აღარ არის ისეთივე სწრაფი, როგორიც 20 წლის ასაკში იყო. საჭმლისმომნელებელი სისტემის კარგი მდგომარეობა მნიშვნელოვანია ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეფლუქსი, ყაბზობა და მუცლის შებერილობა, იმის ნიშანია, რომ თქვენ ანალიზები უნდა ჩააბაროთ და შეცვალოთ კვების რეჟიმი.
• ნორმაშია თუ არა ჩემი ხალები და თანდაყოლილი ლაქები?
ყურადღებით იყავით თქვენს კანზე არსებულ ხალებთან და სხვა ლაქებთან. ახალწარმონაქმნები, რომლებიც კანზე 25-30 წლის ასაკში ფორმირდება, შესაძლოა, ხალი არ იყოს. თუმცა, ეს სიმსივნეები ყოველთვის ავთვისებიანი არ არის. ისინი, ჩვეულებრივ, ფოტოდაბერებაზე – უი-სხივების მიერ კანის დაზიანებაზე მეტყველებს.
ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანის ავთვისებიან დაზიანებას დაგვიანებითი თვისება აქვს. პირველი შემთხვევები, ხშირად, 30 წლის ასაკიდან იწყება და, სწორედ ამ პერიოდში, ქალბატონები უფრო მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვიდრე მამაკაცები. შესაბამისად, სწორედ ამ ასაკში უნდა მიმართოთ დერმატოლოგსა და ონკოდერმატოლოგს;
40 წლის ასაკში
• არის თუ არა მწყობრში ჩემი ჰორმონები?
40 წლის შემდეგ, ქალბატონთა ცხოვრებაში ჰორმონების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. პროგესტერონისა და ესტროგენის ჰორმონებზე დაკვირვებითა და მათი დონეების კონტროლით, თქვენ შეძლებთ კიბოსა და სხვა დაავადებების აღკვეთას;
• რა მდგომარეობაში მაქვს ფარისებრი ჯირკვალი?
მენოპაუზამდელი პერიოდი,ანუ მენოპაუზის დადგომამდე ბოლო 5-10 წელი, მნიშვნელოვანი პერიოდია ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის დიაგნოსტირებისათვის.ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა იწვევს ნეგატიურ ცვლილებებს ქალის ორგანიზმში. მასზე დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემა. აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბაროთ სისხლის ანალიზი Т3, Т4, და TTG ჰორმონებზე, ვინაიდან ისინი ურთიერთდამოკიდებულია ერთმანეთზე.
• ნორმაშია თუ არა ჩემი გემოგლობინის დონე?
ყველა ორგანიზმი უნიკალურია, შესაბამისად, ყველა ქალბატონს გემოგლობინის დონე ნორმაში ვერ ექნება. გემოგლობინის დონის ნორმიდან გადახრა იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს. გემოგლობინის დონის კლებას ანემია ეწოდება. ანემიის რისკ-ჯგუფში მოიაზრება ის ქალბატონები, რომლებიც იცავენ დიეტებს ან/და რკინას არასაკმარისი რაოდენობით იღებენ. მოწევა და არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღება იწვევს გემოგლობინის დონის მატებას. თუ ანალიზს დროულად არ აიღებთ და პრობლემას დროულად არ გამოავლენთ , შესაძლოა სერიოზული გართულებები, მათ შორის, თრომბოემბოლია გამოიწვიოთ.
50 წლის ასაკში
• მჭირდება თუ არა ძვლების სკანირება?
50 წლიდან ჩნდება ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი რისკი. ძვლების დროული სკანირება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის სამომავლო პრობლემების თავიდან აცილებაში.
ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა ჰერაპინი, კორტიზონი და პრედნიზონი, ასევე, დაავადებები, როგორებიცაა ჰიპერთირეოზი და ცელიაკიია, აჩქარებს ოსტეოპოროზის განვითარებას. არ დაგავიწყდეთ კალციუმის მნიშვნელობა ქალის ორგანიზმისათვის. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია 50 წელს მიღწეულ ქალბატონებს დღეში 1200მგ კალციუმის მიღებას ურჩევს. ამას გარდა, სწორი ფიზიკური დატვირთები აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას.
• მაქვს თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები?
ქალბატონებს გულის დაავადებები 50 წლის მიღწევის შემდეგ უჩნდებათ. გაიგეთ, იმყოფებით თუ არა მაღალი რიკის ქვეშ.
მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა – რისკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია. მუდმივი გამოუძინებლობა და ფსიქოლოგიური დატვირთვა ასუსტებს იმუნიტეტს და იწვევს არითმიასა და, მთლიანად, გულის ფუნქციონირების დარღვევას.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სამომავლო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, რეგულარულად გაიარეთ შემდეგი გამოკლევები: განსაზღვრეთ სისხლში ქოლესტერინის დონე, რეგულარულად გაიზომეთ არტერიული წნევა, თვალყური ადევნეთ კვებასა და წონას.
• რატომ ვიმატებ წონაში?
მენოპაუზის დადგომის საშუალო ასაკი 52 წელია. ამ დროს საკვერცხეები წყვეტს ესტროგენის წარმოებას .ამას , თავისმხრივ, შეუძლია უამრავი გვერდითი მოვლენა(ძილის დარღვევა,სექსუალური ლტოლვის დაქვეითება) გამოიწვიოს ,მათ შორის ყველზე გავრცელებული კი წონაში მატებაა.
ამიტომ , თუ წონის პრობლემები გაქვთ და გახდომა არ გამოგდით , გაიარეთ კონსულტაციაა თქვენს ექიმთან.კონსულტაცია დაგეხმარებათ მენოპაუზის სხვა სიმპტომების შემსუბუქებაში და მოგცემთ საშუალებას , შეადგინოთ თქვენზე მორგებული კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi