კვერცხის ორიგინალურად შეღებვის 4 მეთოდი

0
80
#image_title

როგორ შევღებოთ კვერცხი ორიგინალურად- 4 მეთოდი

4 მეთოდი თუ როგორ უნდა შევღებოთ კვერცხი დღესასწაულზე.  სხვადასხვა მეთოდები არსებობს – ტრადიციული და ინოვაციურ-კრეატიული.

ჩვენ დღეს 4 შესანიშნავი იდეა მოგიმზადეთ. დასაწყისისთვის საჭიროა კვერცხის მომზადება. ხარშვისას რომ არ გასკდეს, წყალს ჩაამატე 2 ს. კ. მარილი.

როგორ შევღებოთ კვერცხი

სხვადასხვაფეროვანი კვერცხი

მოხარშე კვერცხი, გააშრე და შეახვიე ქაღალდის თეთრ ხელსახოცში. ასე შეფუთული კვერცხი დანამე ძმრით. ხელსახოცს ყველა მხრიდან მოასხი წინასწარ შპრიცებში გამზადებული სხვადასხვა ფერის საღებავი. კვერცხი 2 საათით დატოვე ბადეზე. ასე საღებავი გაშრება. მოაცილე ქაღალდი კვერცხს. ჭიქაში ჩაყარე საღებავი და დაასხი 30 მლ მდუღარე წყალი. კვერცხი ჩაუშვი ჭიქაში ისე, რომ წყალმა დაფაროს მისი 1/3. დატოვე 5 წუთით. შემდეგ დაამატე წყალი და კვლავ 5 წუთი დააყოვნე. გაიმეორე იგივე 1-2ჯერ. კვერცხი ამოიღე და შეაშრე.

კვერცხი წარწერით

ჩადე კვერცხი ჭიქაში, დაასხი 150 მლ მდუღარე წყალი. წააწერე კვერცხს სასურველი რამ ცვილის ფანქრით. კვერცხი მოათავსე წყალში და დატოვე 5 წუთით. ამოიღე კვერცხი და შეაშრე.

კვერცხის შეღებვა რეზინის დახმარებით ძმრიან წყალს დაამატე საკვები საღებავი. კარგად აურიე. რეზინი შემოახვიე კვერცხს გარშემო – სასურველი ფორმით. ასეთი კვერცხი ჩაუშვი საღებავიან წყალში და დააყოვნე 5 წუთით. ფრთხილად ამოიღე კვერცხი წყლიდან, შეაშრე და მოხსენი რეზინი. შემდეგ გაწმინდე.

საღებავიან წყალში შეგიძლია ძმრის დამატება – ის ფერს მეტ სიკაშკაშეს შესძენს.

გაუზიარე ეს ხრიკები შენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ