5 ეფექტური გზა მუცლის ტკივილის სამკურნალოდ

0
37
#image_title
გამოიყენეთ სითბო ტკივილის შესამსუბუქებლად

5 ეფექტური გზა მუცლის ტკივილის სამკურნალოდ

თბილ კომპრესებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება თქვენი მუცლის არეში. ამის მისაღწევად ნებისმიერი სახის თბილი ნივთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა, არასდროს დაიდოთ თბილი ზედაპირი პირდაპირ კანზე, აუცილებლად უნდა იყოს მასსა და თქვენს სხეულს შორის ერთი ზოლი სამოსი მაინც.

ასევე, მუცლის ტკივილის შემსუბუქების იგივე ეფექტი აქვს თბილ წყალსაც. შესაბამისად კომფორტულ აბაზანაში ჩაწოლა ასევე დაგეხმარებათ.

დალიეთ საცხობი სოდა

ეს ნივთიერეა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რადგან სოდიუმ ბიკარბონატს შეიცავს, რომელიც თქვენს ორგანიზმში მჟავებს ანეიტრალებს. იგი ასევე მუცლის შიგთავსშიც იდეალურად მოქმედებს და კუჭის წვენს ხელს უშლის დაწვის შეგრძნების გამოწვევაში.

გახსენით ერთი მეოთხედი სოდა წყლით სავსე ჭიქაში და დალიეთ მიღებული მიქსი. მთავარია გახსოვდეთ, რომ ამ ნაღების დალევამდე და დალევის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არანაირი სამედიცინო მედიკამენტი. ამის მიზეზი ისაა, რომ სოდიანი წყლის დალევა თქვენი ორგანიზმის მიერ სხვადასხვა ნივთიერებების შეწოვის ტემპს ანელებს, რამაც შესაძლოა სხვადასხვა აბების გადამუშავების პროცესზე ცუდად იმოქმედოს.

არ დაწვეთ სწორად – დადეთ თავი შემაღლებულ ზედაპირზე

5 ეფექტური გზა მუცლის ტკივილის სამკურნალოდ

სწორად წოლა ნამდვილად არ არის ის პოზიცია, რომელიც მუცლის ტკივილის დროს უნდა მიიღოთ. ამ პოზიციაში ყოფნისას თქვენი ყელი და მუცელი ერთ სიმაღლეზეა, რაც მუცელში არსებულ მჟავებს საშუალებას აძლევს თქვენ ყელში მოხვდნენ და დაწვან ის. უმჯობესია თუ წამოჯდებით, ხოლო ძილის დროს თავს მაღალ ბალიშზე დადებთ.

გამოიყენეთ დიეტა

მუცლის ტკივილს შველის ბანანის, ბრინჯის, ვაშლის წვენისა და ტოსტის დიეტა. ამ ჩამოთვლილ პროდუქტებს ერთი საერთო თვისება გააჩნიათ: ისინი მარტივად ირევიან მუცლის მჟავებში.

თუკი განიცდით ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხევა, გულისრევა, დიარეა ან შეკრულობა, უმჯობესია გარკვეული დროით საჭმლის მირთმევისგან თავი შეიკავოთ. ამის შემდეგ უნდა მიმართოთ აღნიშნულ დიეტას და მიირთვათ მცირე პორციები. არ დაგავიწყდეთ რომ ამ დროს უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, უმჯობესია თუ დალევთ წყალს ან ვაშლის წვენს.  ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი და ჩაი.

მიირთვით ფაიბერით სავსე საკვები

ეს ნივთიერება თქვენ მომნელებელ სისტემას ეხმარება უკეთ ფუნქციონირებაში. მას რაც უფრო მეტს მიირთმევთ, მუცელში არსებული საკვების გატარება და მონელება ორგანიზმს უფრო მარტივად შეეძლება.

ასეთ დროს მთავარია მსგავსი საკვები თანმიმდევრულად შეურიოთ თქვენს ყოველდღიურ მენიუს. ფაიბერს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი, ბოსტნეული და კენკრა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ