5 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ 2025 წელს ჰარმონიულად შევხვდეთ
5 რამ რაც სჯობს ახალ წლამდე მოასწროთ, რათა შეხვდეთ ახალსა და წარმატებულ წელს და მხოლოდ დადებითს მოელოდეთ მისგან.
გააკეთეთ გამარჯვებების სია
გაიხსენეთ, რით იამაყეთ ამ წლის განმავლობაში და საკუთარი თავი შეაქეთ. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თვითმოტივაცია და საკუთარი გამარჯვებების აღნიშვნა სამომავლო წარმატებების საწინდარია.
როლების ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა
შეაფასეთ თქვენი როლები – როგორი ხართ სამსახურში, პირად ცხოვრებაში, საქმიან ურთიერთობებში… შემდეგ კი, დაფიქრდით, რომელი მათგანი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და რაზე უნდა იმუშაოთ უფრო მეტი.
დაფიქრდით, რაზე ოცნებობთ გულწრფელად
ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება. იყავით გულწრფელი. ფოკუსირდით საკუთარ თავზე და ხშირად გადახედეთ ამ ოცნებებს. შესაძლოა, ეს ძალიან დიდი მოტივაცია გახდეს, რომ საკუთარ თავს დროდადრო ყველაზე დიდი სურვილები აუსრულოთ.
ჩაეწერეთ სილამაზის სალონში წინასწარ
თუ თქვენ გეგმავთ, რომ სადღესასწაულოდ ვარცხნილობა შეიცვალოთ, შეისწოროთ, სხვადასხვა პროცედურა ჩაიტაროთ, ჯობს, წინასწარ ჩაეწეროთ, რადგანაც დღესასწაულების წინ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს და ადგილები ძალიან შეზღუდულია.
შეადგინეთ წიგნების, ფილმებისა და სატელევიზიო შოუების სია
ჩამოწერეთ გეგმა – რისი ნახვა ან წაკითხვა გსურთ და ნელ-ნელა საკუთარ სიას მიჰყევით.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები